“ვანოს შოუში მოსაყოლი ამბავი თუ არ იყოს – თან ამატებენ კითხვას: მარტო შენ თუ სხვა ნაცებიცო” – ანა წითლიძე

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, ანა წითლიძე:
ვანოს შოუში მოსაყოლი ამბავი თუ არ იყოს.
ბოლო რამდენიმე დღეა კითხვაზე:
რას აპირებთ პარტიებს რომ აკრძალავენ?
როგორ გააგრძელებთ ბრძოლას?
სახელობითაც რომ აგკრძალონ?
მერე რას შვრებით?
რომ დაგაკავონ?
სუნთქვაც რომ აკრძალონ?
ვპასუხობ რომ ბრძოლას გავაგრძელებთ.
მერე მოდის კითხვა: როგორ?
რა ფორმით?
რაზეც ვპასუხობ:
სულ რომ აგვკრძალონ, სახელობითაც აგვიკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა, აკრძალონ აქტივიზმი, სუნთქვაც აგვიკრძალონ – ბრძოლას მაინც გავაგრძელებთ სულ რომ იატაკქვეშეთიდანაც მომიწიოს რუსული საოკუპაციო რეჟიმთან ბრძოლათქო.
დღეს დავამატე “აი ნახევრადპარტიზანულადაც” რომ მომიწიოს ბრძოლამ მაინც არ დავნებდები და გავჩერდები, ვიბრძოლებთქო.
ვიღაცეებმა ჩათვალეს რომ მე ტყეში ვაპირებ პარტიზანივით გაქცევას, გადაცმას, იქ ბუნკერში ჯდომას და იქიდან პარტიზანულ ბრძოლას და ამას მეკითხებიან სერიოზულად, მართლა ამას აპირებო? თან ამატებენ კითხვას: მარტო შენ თუ სხვა ნაცებიცო.
აი, რა გინდა ამ ყველაფერზე თქვა?
მგონი ერთ დიდ კლინიკაში ვართ ყველა და ჯერ არ ვიცით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი: შეცდომაა, როცა აგრესორს რაღაცის წართმევის უფლებას აძლევ. ეს დიდი შეცდომა იყო თავიდანვე, 2014 წელს და მანამდეც, საქართველოზე თავდასხმისა და მისი რეგიონების ოკუპაციის დროს