ბოიკოტისტების, [სალომე] ზურაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია არა შეცდომა, არამედ დანაშაულია, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ განაცხადა.
თამარ კეკენაძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებში დიდი ქალაქების მოგების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ კანონების გამკაცრებას და პარტიების აკრძალვას ვერ გაბედავდა.
„თბილისის და დიდი ქალაქების მოგების შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ვეღარ გაბედავდა ვერც კანონების გამკაცრებას და ვერც პარტიების აკრძალვაზე საუბარს. ამიტომაც არის ბოიკოტისტების, ზურაბიშვილის და „ნაცმოძრაობის“ მიერ მოწყობილი მშვიდობიანი დამხობის პროვოკაცია არა შეცდომა, არამედ დანაშაული“, – განაცხადა თამარ კეკენაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია ავრცელებს.
