“გამოვფხიზლდეთ! ყველას მოგვადგებიან! იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი თქვენგანის დასჯის საშუალებას მისცემს” – ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ერთ–ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი:
1. განვლილი 13 წლის მანძილზე “ქართული ოცნება” მუდმივად გვარწმუნებს, რომ დამნაშავეები უნდა დასაჯოს, მაგრამ 5 კაცის გარდა, არავინ დაუსჯია. მეტიც, ზურაბ ადეიშვილი თავად გააპარეს ქვეყნიდან.
2. დღეს “ქართულ ოცნებას” 100 ტომი საგამოძიებო მასალებისა დაარქივებული აქვს და თუ ვინმეს დასჯა სურს, შეუძლია დასაჯოს, მაგრამ არავის დასჯას არ აპირებს. ესაა დიდი სპექტაკლი. დამნაშავეთა დასჯის საბაბით, ბატონი იღებს კანონს, რომელიც მას ნებისმიერი თქვენგანის პოლიტიკიდან ჩამოშორებისა და დასჯის საშუალებას მისცემს. დავიჯერო, ამას ვერ ხვდებით?! ასე როგორ მოაჯადოვეს ზოგიერთის გონება?! ისედაც მოკლეს პოლიტიკური პროცესი და ზოგადად, რეალური პოლიტიკა. ყველაფერი აფერისტობად და ფარსად გადააქციეს. ასეთი ქვეყანა მოგწონთ?! ეს იყო თქვენი ოცნება?! 3. კობახიძეს ჰგონია, რომ აქვს უფლება,- დააკანონოს ნებისმიერი უკანონობა: არჩევნებში დაიმატოს 700 000, ციფრს დააკვირდით: 700 000 არარსებული ხმა და საერთოდ, ერთპიროვნულ, ფეოდალურ მმართველობასთან გვაქვს საქმე. 4. თუ ბატონი კობახიძე და”ქართული ოცნება” უკვე აღარარსებულ ნაცმოძრაობას ებრძვის, საკუთარი თავით დაიწყონ ეს ბრძოლა. შეგახსნებთ, რომ ბატონი კობახიძე თავად მუშაობდა სოროსის ფონდში და ამჟამად საკრებულოებსა და მერებად დანიშნული ადამიანების უმრავლესობაც სწორედ ნაცმოძრაობასთანაა დაკავშირებული, პირდაპირ ან ირიბად!