„გარდიანმა“ ტრადიციულად მსოფლიოს 60 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი არა რეიტინგით, არამედ საერთო სიით დაასახელა, რომელთა შორის თბილისის „დინამოს“ და საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მცველი საბა ხარებაშვილი შეიყვანა.
გამოცემა წერს, რომ ხარებაშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად თბილისის „დინამოს“ ცნობილი აკადემიის აღზრდილია, ბევრის აზრით შეუძლია მისი დონის მიღწევა, კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ევროტურნირებზე მონაწილეობა მიიღო (15 წლისა და 10 თვის ასაკში), მარცხენა მცველია, თუმცა უნივერსალია და შეტევაშიც და 10 ნომრის პოზიციაზეც კი შეუძლია ითამაშოს.
ქართველი დახასიათებულია როგორც მრავალფეროვანი, ზრდილი, ინტელექტუალური, შრომისმოყვარე ახალგაზრდა, რომელიც სწრაფია, დარტყმებით და ზუსტი ჩაწოდებებით გამოირჩევა და ევროპის წამყვანი კლუბები და მათ შორის „რეალი“, „ბარსელონა“ და „ლივერპული“ აკვირდებიან.
საბას ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა, გუშინ კი 21-წლამდელთა ნაკრებში მალტასთან გოლი გაიტანა.
“დინამოს” ფეხბურთელმა “მონრართან” მატჩში რეკორდი დაამყარა
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით – ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს…
