რუსეთში დააკავეს 18 წლის ქუჩის მუსიკოსი, რომელიც ზემფირას, Noize MC-ის და სხვა “ინოაგენტების” სიმღერებს მღეროდა

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში დააკავეს 18 წლის ქუჩის მუსიკოსი დიანა ლოგინოვა, რომელიც “ზემფირას”, Noize MC-ის და სხვა ისეთი არტისტების სიმღერების ასრულებდა, რომლებიც რეჟიმს “უცხოეთის აგენტებად” ჰყავს გამოცხადებული.
დიანა ლოგინოვა არის ქუჩის მუსიკოსების პოპულარული ჯგუფის, ‘სტოპტაიმის” სოლისტი ფსევდონიმით: “ნაოკო”.
კრემლის მიერ არაკონტროლირებადი რუსული მედიის თანახმად, ეს ჯგუფი პეტერბურგის ცენტრალურ ქუჩებში ხშირად მართავდა პარტიზანულ ლაივ-კონცერტებს და ასრულებდა მათ შორის “ინოაგენტების” სიმღერებსაც.
Z ბლოგერებისა და ხელისუფლების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ჯგუფის მიერ შესრულებულმა სიმღერამ Noize MC-ის რეპერტუარიდან, რომელშიც პროპაგანდისტი სოლოვიოვის გვარია ნახსენები და საუბარია ბალეტსა და გედების ტბაზე. “გედების ტბას”, საბჭოთა წარსულის კონტექსტში, სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: 1980-იან წლებში მას ისეთი მოვლენების დროს უშვებდნენ ეთერში, როგორიც იყო, მაგალითად, საბჭოთა ლიდერების გარდაცვალება, სანამ ამის შესახებ ოფიციალურად აცნობებდნენ მოსახლეობას.
Noize MC ამ სიმღერის შესრულება რუსეთში აკრძალულია.
ხელისუფლების მხარდამჭერები სოცქსელებში კამპანიურად ითხოვდნენ მუსიკოსების და ჯგუფის სოლისტის, 18 წლის დიანას დაკავებას. მათი განცხადებით, ეს ქუჩის კონცერტები საპროტესტო მიტინგებს ჰგავდა, რაც რუსეთში ასევე აკრძალულია.
18 წლის დიანას ინტერესებს ადვოკატი იცავს.
ოჯახი და ადვოკატი იმედოვნებენ, რომ დიანას მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას დააკისრებენ. ასევე, მასთან ერთად დაკავებული იყვნენ გიტარისტი და დრამერი, თუმცა ისინი გაათავისუფლეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზვიად ქორიძე – საგანმანათლებლო სივრცეშიც გამოქვაბულში უნდა აღმოვჩნდეთ, რადგან ასე უნდა ივანიშვილს, მან უკეთ იცის როგორ, რა და ვინ ასწავლოს – არ გამოვრიცხავ, ხვალ კიმ ჩენ ინისა და აიათოლას მსგავსად თავისი კონცეფცია შესთავაზოს სასწავლო სისტემას

მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს, რითაც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული წესები და სამართლებრივი პასუხისმგებლობები მკაცრდება – კანონები მაცნეზე გამოქვეყნდა და ძალაშია