„ქართული ოცნების“ პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად მიხეილ ჯინჯოლია და ლევან ნემსაძე აირჩია.
კენჭისყრა დღეს, 15 ოქტომბერს, განხილვის გარეშე გაიმართა და ჯინჯოლიას და ნემსაძეს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა.
მიხეილ ჯინჯოლიას სამუშაო გამოცდილება:
· 2011-2012 წლებში იყო საქართველოს პროკურატურის სტაჟიორი.
· 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის დეპარტამენტის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი, მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს გ.მ.ს. გამომძიებელი.
· 2016-2019 წლებში იყო ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებელი.
· 2020-2021 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
· 2021-2022 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლის საქმეთა მოსამართლე.
· 2022 წლის იანვრიდან ნოემბრამდე იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე.
· 2022-2025 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
· 2025 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე და დაკისრებული აქვს ამავე კოლეგიის თავმჯდომარის უფლებამოსილება.
მიხეილ ჯინჯოლიაა მოსამართლე, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე გაასამართლა და შეკრებითობა გამოიყენა. შეკრებილი სასჯელით სააკაშვილს ჯამში ციხეში გასატარებლად 12 წელი და 6 თვე განესაზღვრა.
მიხეილ ჯინჯოლია იყო პროევროპული აქციების დროს დაკავებული პირების საქმის მოსამართლე, მათ შორის გიორგი შანიძის და გიორგი ახობაძის. მან გიორგი შანიძეს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო გიორგი ახობაძის საქმის განხილვის ბოლო ეტაპისკენ ის საქმეს ჩამოშორდა და მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ჩაანაცვლა.
მიხეილ ჯინჯოლია იყო ასევე უჩა აბაშიძის და მისი ცოლის, მარიამ იაშვილის საქმის მოსამართლე, რომლებიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ბრალდებით გაასამართლეს. მან უჩა აბაშიძეს 5-წლიანი, ხოლო მარიამ იაშვილს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ლევან ნემსაძის სამუშაო გამოცდილება
ლევან ნემსაძე მოქმედი მოსამართლე არაა, ამიტომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ არჩევის შემდეგ მან „ქართული ოცნების“ პარლამენტში ფიცი დადო.
რაც შეეხება მის სამუშაო გამოცდილებას:
· 2008-2009 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატური
· 2009-2011 წლებში იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მანდატურის სამსახურის უფროსი
· 2011-2012 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის სექტორის უფროსი
· 2012-2013 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ბიუროს უფროსი
· 2013-2015 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის საორგანიზაციო საკითხებში
· 2015-2017 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო თანამშრომლობისა და ხარისხის მართვის დეპარტამენტის ხარისხის მართვისა და რეფორმების სამმართველოს უფროსი
· 2017-2022 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე სამოსამართლო ეთიკის სამმართველოს უფროსი
· 2019-2020 წლებში იყო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიის წევრი
· 2022 წელს იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის ხარისხის ჯგუფის უფროსი კონსულტანტი
· 2023 წლის იანვრიდან ოქტომბრამდე იყო სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი
· 2023 წლის ოქტომბრიდან არჩეულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად.




