სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა მოსკოვში ჩავიდა, – ინფორმაციას სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო SANA ავრცელებს.
აჰმედ ალ-შარაა კრემლში, ს პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს.
შეხვედრის მთავარი თემა სირიასა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები იქნება.
გამოცემა Reuters-ის ცნობით, აჰმედ ალ-შარაა ვლადიმერ პუტინს სირიის ყოფილი პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის გადაცემას ოფიციალურად სთხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები