მოსკოვი უარს ამბობს საქართველოს 253 მლნ-ი გადაუხადოს – სტრასბურგის გადაწყვეტილების დეტალები

რუსეთი არ აპირებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და საქართველოსთვის 253 მილიონი ევროს გადახდას – ამის შესახებ კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, გადაწყვეტილებას მოსკოვი არ აღასრულებს, ხოლო ჰიპოთეტური კავშირი ამ თანხის გადახდასა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დათბობას შორის, პესკოვმა „ცალკე თემად“ მოიხსენია.
სტრასბურგის სასამართლოს განჩინება საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ მიღებულ იქნა 2024 წლის აპრილში, ხოლო 2025 წლის 14 ოქტომბერს განისაზღვრა ზიანი – 253 018 000 ევრო, რომელიც უნდა გადახდილიყო საქართველოს 29 000-ზე მეტი დაზარალებული მოქალაქისთვის.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2008 წლის ომის შემდეგ განხორციელებული ე.წ. ბორდერიზაციის პროცესით სისტემურად დაარღვია ადამიანის უფლებები, მათ შორის:
· 224,25 მილიონი ევრო საკუთრებისა და საცხოვრებლის ხელშეუხებლობის დარღვევისთვის,
· 20 მილიონი ევრო განათლების უფლების შეზღუდვისთვის,
· 5,17 მილიონი ევრო უკანონო დაკავებებისთვის,
· 1,98 მილიონი ევრო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებისთვის,
· 1,3 მილიონი ევრო ძალის გადამეტებისთვის და
· 320 000 ევრო გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო