ღობეგლეჯიაშვილებს არ აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა –– ზარქუა

“ოცნების” დეპუტატმა მ პარლამენტის სხდომაზე განმარტა, რომელ პოლიტიკოსებს აეკრძალებათ პოლიტიკური საქმიანობა. მისი თქმით, საუბარი არ იქნება ოპოზიციის რიგით წევრებზე და შავ სიაში მოხვდებიან ისინი, ვინც, მისი მტკიცებით, ვნც რადიკალიზაციას ახდენდა და კორუფციაში იყო გარეული.
აქ ვიღაც ღობეგლეჯიაშვილზე არ იქნება საუბარი. საუბარია იმ პირებზე, ვინც ძალადობდა საზოგადოებაზე, ვინც კორუფციაში იყო, ვინც მწვალებლობდა, ვინც რადიკალიზაციას ახდენდა საზოგადოების – ამ პირებზეა საუბარი.
ბევრი არის გაქცეული საზღვარგარეთ დღემდე, საქმეებია აღძრული, უამრავ თემებში არიან გახვეული, მათ შორის კორუფციაში და აფინანსებენ ან ერთ, ხან მეორე პარტიას, ამიტომ, ის სარჩელი, რომელიც მზადდება და შევა, ამ ნიუანსებს გამოასწორებს, – თქვა მ.
“ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციის გაუქმების პროცედურა დაიწყო. ერთაპარტიულ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე კანონრპექტის ავტორი 7 დეპუტატი შეიკრიბა და ოპოზიციის აკრძალვის კანონს მხარი ერთხმად დაუჭირა. დღესვე კანონპროექტს სასესიო სხდომაზე განიხილავენ.