მაია ნა­დი­რა­ძე: სა­დამ­დე და­ე­ცით, რის ფა­სად შვე­ბით ამას? და­ე­წი­ეთ და გა­ას­წა­რით კო­ბა­ხი­ძე-წუ­ლუ­კი­ანს აღ­ვი­რახ­სნილ რე­ვანშში

“რე­ებს აკე­თებთ, სა­დამ­დე და­ე­ცით, რის ფა­სად შვე­ბით ამას?

ასე რო­გორ და­გა­კომ­პლექ­სათ ბაჩო ახა­ლი­ამ, რომ ყვე­ლა მი­მა­ლულ­მა ტვი­ნის გა­დახ­რამ ერ­თდრო­უ­ლად გა­გის­ხათ.

კი ვიცი, “ბავ­შვო­ბი­დან” რომ ებ­რძვით და წარ­მა­ტე­ბუ­ლა­დაც, მაგ­რამ ახლა აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ თურ­მე ვერ მო­ე­რი­ეთ?! “მოწ­მედ არ გა­მოვ­დგე­ბი” კი არა, ღია ტექ­სტით ხი­ხოს­ტა­ნის პრო­კუ­რო­რე­ბად იქე­ცით. და­ე­წი­ეთ და გა­ას­წა­რით კო­ბა­ხი­ძე-წუ­ლუ­კი­ანს აღ­ვი­რახ­სნილ რე­ვანშში.

დე­დაა, რას გავ­ხართ, ნე­ტავ იცო­დეთ

!P.S. ზო­გა­დად, ძა­ლი­ან ვე­რი­დე­ბი იმ ადა­მი­ა­ნე­ბის შეჩ­ვე­ნე­ბას, ვი­საც კარ­გად ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ამის გა­ტა­რე­ბა უბ­რა­ლოდ თვით­შე­ფა­სე­ბას და­მიქ­ვე­ი­თებს. ასე რომ, მი­დით! მზად ვარ თქვე­ნი ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა ვის­მი­ნო კი არა, გა­ვა­ტა­რო,“ – წერს მაია ნა­დი­რა­ძე.

  • ამით ის თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის პოსტს გა­მო­ეხ­მა­უ­რა, სა­დაც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ “უბინ­ძუ­რე­სი კამ­პა­ნია აა­გო­რეს სი­მუ­ლან­ტმა „რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა“, თით­ქოს ის ვა­ჭე­რი­ნებს ბაჩო ახა­ლა­ი­ას“.

ცნო­ბის­თვის, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი კრი­მი­ნა­ლურ პო­ლი­ცი­ა­ში გა­მო­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გამო. ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის თქმით, რო­გორც მოწ­მეს მას სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აქვს და პა­სუხს სა­სა­მარ­თლო­ში გას­ცემს, დრო კი ჯერ უც­ნო­ბია.

სა­ვა­რა­უ­დოდ, საქ­მე ეხე­ბა 4 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ას, ასე­ვე, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც მან თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნის­ტრ ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ა­კე­თა.

“და­კი­თხვა­ზე მი­ბა­რებს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცია.

რო­გორც მოწ­მეს, ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი მაქვს სათ­ქმე­ლი – მოწ­მის ჩვე­ნე­ბა ვერ იქ­ნე­ბა სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, საღი აზ­რის ფარ­გლებ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნე­ბი.

სა­სა­მარ­თლო­ში გავ­ცემ კი­თხვებს პა­სუხს – დრო და თა­რი­ღი ჯერ არ ვიცი.

მინ­და იცო­დეთ, რის თქმას ვა­პი­რებ, რად­გა­ნაც უბინ­ძუ­რე­სი კამ­პა­ნია აა­გო­რეს სი­მუ­ლან­ტმა „რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­მა“, თით­ქოს მე ვა­ჭე­რი­ნებ ბაჩო ახა­ლა­ი­ას.

მე ვა­პი­რებ იმის თქმას, რაც არა­ერ­თხელ მით­ქვამს:

  • დამ­ხო­ბის, ანუ სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის საქ­მე არ არ­სე­ბობს!
  • არ­სე­ბობს უკი­დუ­რე­სად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნე­ბის აფე­რა!
  • არა­ნა­ი­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გა­აჩ­ნია სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის ბრალ­დე­ბას – რაც ათო­ბით ადა­მი­ანს აქვს წარ­დგე­ნი­ლი და თა­ვი­სუფ­ლე­ბა აღ­კვე­თი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას სა­კითხს, კონ­კრე­ტუ­ლად ამ აფე­რა­ში მის ჩარ­თუ­ლო­ბას და მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში – ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე­ში ჩა­ხე­დუ­ლი, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იგი­ვე დას­კვნას გა­მო­ი­ტან­და სა­ჯა­როდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან – უპირ­ვე­ლე­სად, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის, ანი ნა­და­რე­იშ­ვი­ლის და თინა ბო­კუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან და ამ გან­ცხა­დე­ბე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი­დან.

რო­გორც მოწ­მეს, სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი მაქვს.

რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიჩ­ნევ ამ ტო­ტა­ლუ­რი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის მხი­ლე­ბას, რად­გან ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­სი­ცო­ცხლოა, რომ მსგავ­სი ავან­ტი­უ­რე­ბი მო­მა­ვალ­ში მა­ინც ავი­რი­დოთ თა­ვი­დან, რათა ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მი რე­ა­ლუ­რად (და არა ილუ­ზო­რუ­ლად) მო­ვა­შო­როთ ჩვენს ქვე­ყა­ნას”, – წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, „ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის“ ლი­დერ­მა, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილ­მა „ფორ­მუ­ლას“ ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ „4 ოქ­ტომ­ბერ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბაჩო ახა­ლა­ი­ას სახ­ლში შეხ­ვედ­რე­ბი ტარ­დე­ბო­და და ამა­ზე „ნაც­მოძ­რა­ო­ბა­ში“ და­პი­რის­პი­რე­ბაც იყო, მე­ტიც, ამ თე­მა­ზე სა­ა­კაშ­ვილ­თა­ნაც იყო კო­მუ­ნი­კა­ცია“.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – 6-7-თვიანი პატიმრობების „ჰეროიზაცია“ უნდა დასრულდეს, არ ვამბობ, რომ ეს ხალხი ნებით წავიდა ციხეში, მაგრამ პასუხისმგებლობას გაექცნენ – პირობითად გვარამიას რაც გამოარჩევს სანიკიძისა და წითლიძისგან ისაა, რომ უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა