ამერიკულმა ბანკმა Goldman Sachs Group-მა 2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 39%-ით, ხოლო შემოსავალი 20%-ით გაზარდა, ამასთან, ორივე მაჩვენებელი ბაზრის მოლოდინზე უკეთესი აღმოჩნდა.
2025 წლის ივლის-სექტემბერში ბანკის წმინდა შემოსავალმა 3.86 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ 12.25 აშშ დოლარი აქციაზე შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაც 2.78 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ 8.4 აშშ დოლარს შეადგენს.
FactSet-ის მიერ გამოკითხულ ანალიტიკოსებს შორის კონსენსუსის პროგნოზი ამ მაჩვენებელთან დაკავშირებით აქციაზე 11.03 აშშ დოლარი იყო.
Goldman Sachs–ის კვარტალური შემოსავალი წინა წლის 12.7 მილიარდ დოლარიდან 15.2 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, ანალიტიკოსების საშუალო პროგნოზის – 14.12 მილიარდ დოლართან შედარებით.
