ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი – სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა
„ხალხის ძალის“ წევრი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრის გაუქმებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და ირაკლი კობახიძის ნაბიჯს ღირსეულს უწოდებს.
როგორც ქადაგიძე წერს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადიკალების მიტინგზე მისვლით აშკარად და ღიად ჩაერია საქართველოს შიდა საქმეებში, რაზეც რეაქცია იქნება მკაცრი.
„ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გადაკვეთა ყველა ზღვარი. ის, რაც მან ჩაიდინა, დიპლომატიასთან საერთო არაფერი აქვს. სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობა და ცრუ ბრალდებების გავრცელება არის არა უტაქტობა, არამედ უტიფრობა, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფს საქართველოს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან სწორად მოიქცა, როცა ასეთ თავხედ პერსონასთან შეხვედრა გააუქმა, რადგან ღირსების საკითხი ყველაფერზე მაღლა დგას.
ასეთმა თავხედმა მინისტრმა და ყველა ევრო-ბიუროკრატმა უნდა გაიგოს მკაფიოდ: საქართველო არც მისი კოლონია, არც ექსპერიმენტის ველია და ვინც ჩვენს სუვერენიტეტს შეეხება, მიიღებს მკაცრ, ცივ და დაუნდობელ პასუხს.
დრო მოვიდა, ყველამ გაითავისოს – ქართველები თავიანთ ქვეყანას ვიღაცების გეოპოლიტიკურ მადას არ გადააყოლებენ და არც სხვის „შოუ-ბალეტში” შეასრულებენ რეკვიზიტის როლს,“ – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს