ფინეთის თავდაცვის მინისტრი – ფინეთი ნატო-ს ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად აშშ-სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს

ფინეთი ნატო-ს ინიციატივას შეუერთდა, რომელიც უკრაინისთვის გადასაცემად -სგან იარაღის შესყიდვას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ფინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა ბრიუსელში, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე გამოაცხადა.
„უკრაინის თავდაცვა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული კონკრეტულ აშშ-ის სამხედრო მარაგებზე. აშშ-მა განაცხადა, რომ ევროპაში მიმდინარე ომის ფინანსური პასუხისმგებლობა ევროპაზე გადადის. ამიტომ, ახლა კონკრეტული ამერიკული შეიარაღების დაფინანსება თავად ევროპულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ“, – განაცხადა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ფინეთი ინიციატივა PURL-ის ფარგლებში „თავის წილ პასუხისმგებლობას აიღებს“.
„მსგავსი პასუხისმგებლობის აღებას სხვა ევროპული ქვეყნებისგანაც ველით. უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება ევროპისა და ფრონტის ხაზთან ახლოს მყოფი ქვეყნების ინტერესებშია“, – აღნიშნა ჰაკანენმა.