“გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა” – წერია ივანიშვილის მთავრობის ადმინისტრაციის გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრი და ეუთო-ს (OSCE) მოქმედი თავმჯდომარე, ელინა ვალტონენი 14 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე მივიდა.
“თბილისში, პარლამენტის შენობის წინ მშვიდობიანი დემონსტრანტები შეიკრიბნენ, რათა შეშფოთება გამოხატონ ქვეყნის რეპრესიულ მიმართულებაზე. მათ აქვთ დემოკრატიის, გამოხატვის თავისუფლებისა და ადამიანის ძირითადი უფლებების სრული უფლება. აქ მათ მხარდასაჭერად ვართ” – დაწერა ფინეთის საგარეო საქმეთა მინიტრმა სოციალურ ქსელ X-ზე.
