რუსეთი – 77%, უკრაინა – 3% – რომელი სახელმწიფოებია ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე საქართველოსთვის – კვლევის შედეგი

მოსახლეობის 77% თვლის, რომ საქართველოსთვის ყველაზე დიდი პოლიტიკური საფრთხე ა. ამის შესახებ IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) კვლევაშია საუბარი. კითხვაზე, რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
· რუსეთი – 77%;
· თურქეთი – 12%;
· – 9%;
· ირანი – 6%;
· ჩინეთი – 4%.
· სომხეთი – 4%;
· აზერბაიჯანი – 4%;
· – 3%.
აღნიშნულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა “არ ვიცი” გამოკითხულთა 9%-მა. ამავე შეკითხვაზე შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ყველაზე დიდი ეკონომიკური საფრთხეა მოსახლეობის 69%-ისთვის. კითხვაზე, თუ რომელი სახელმწიფოები ქმნიან ყველაზე დიდ ეკონომიკურ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები შემდეგნაირად განაწილდა:
· რუსეთი – 69%;
· თურქეთი – 11%;
· აშშ – 6%;
· ჩინეთი – 5%;
· უკრაინა – 3%;
· ირანი – 3%;
· აზერბაიჯანი – 2%;
· ევროკავშირი – 2%.
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა ან უპასუხა “არ ვიცი” გამოკითხულთა 16%-მა. ამ შეკითხვაზეც შესაძლებელი იყო რამდენიმე პასუხის გაცემა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ