აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა, Citigroup Inc.-მა, 2025 წლის მესამე კვარტალში წმინდა მოგება 15.9%-ით გაზარდა შემოსავლების 9.3%-იანი ზრდის ფონზე.
ბანკის პრესრელიზის თანახმად, ივლის-სექტემბერში წმინდა მოგებამ 3.752 მილიარდი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 1.86 აშშ დოლარი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 3.238 მილიარდ აშშ დოლარს, ანუ აქციაზე 1.51 აშშ დოლარს შეადგენდა – ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 20.315 მილიარდ დოლართან შედარებით 22.09 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები საშუალოდ პროგნოზირებდნენ 21.1 მილიარდი დოლარის შემოსავალზე, ერთ აქციაზე 1.73 აშშ დოლარის მოგებას.
