გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას 6 თვეში 85 000-ზე მეტი დრონი გაუგზავნა

გაერთიანებულმა სამეფომ ს მიმდინარე წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 85 000-ზე მეტი სამხედრო დრონი მიაწოდა, – ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ წელს 600 მილიონი ფუნტი სტერლინგის (დაახლოებით 800 მილიონი დოლარი) ინვესტიცია ჩადეს უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დრონების მიწოდების დასაჩქარებლად, მათ შორის ათიათასობით FPV დრონის, რომლებიც, მისი თქმით, „კრიტიკულად მნიშვნელოვანია უკრაინის ფრონტის ხაზის მხარდაჭერისთვის“.
„პუტინის სახიფათო ესკალაციას უკრაინასა და მთელ ევროპაში უნდა ვუპასუხოთ ჩვენი დრონების წარმოების გაზრდითა და ნატო-ს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით“, – აღნიშნა ჯონ ჰილიმ.
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ დრონების საწინააღმდეგო კოალიცია, რომელსაც გაერთიანებული სამეფო ლატვიასთან ერთად ხელმძღვანელობს, ასევე იყენებს რიგი ქვეყნების დაფინანსებას თანამედროვე დრონების შესაძენად, რათა უკრაინა ირანული Shahed-ის დრონებისგან დაიცვას.