მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთთან 1:4 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
„პირველ და მეორე ტაიმს შორის სხვაობა ძალიან დიდი იყო. მატჩი ისე დავიწყეთ, თითქოს მოგება ინტენსივობის და აგრესიული თამაშის გარეშე შეგვეძლო. თურქეთის ძალიან კარგი ნაკრების წინააღმდეგ კი, ეს შეუძლებელია.
ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ პრობლემები გვექნებოდა, თუ ვერ შევძლებდით ევროპის ჩემპიონატის დავიწყებას. ვფიქრობ, არა მხოლოდ ფეხბურთელები, ჩვენ ყველა კომფორტის ზონაში აღმოვჩნდით, საიდანაც გამოსვლა რთული აღჩმონდა. როდესაც ასეთ მდგომარეობაში ხარ, მნიშვნელოვანია, რომ რეალობა გულწრფელად მიიღო.
ბოლო 10 თვის განმავლობაში გვაკლია ის, რაც ჩვენს გუნდს ახასიათებდა – ბრძოლისუნარიანობა, ერთიანობა და პირველიდან ბოლო წუთამდე ისე თამაში, თითქოს ეს ცხოვრების ბოლო მატჩია. თუ გვსურს, რომ კვლავ გვქონდეს წარმატება მომავალში, როგორც საკვალიფიკაციო ეტაპზე, ისე გადამწყვეტ თამაშებში. სწრაფად უნდა მოვახდინოთ გადატვირთვა და დავუბრუნდეთ იმ პერიოდს, როდესაც ვიცოდით, რომ თითოეულ მატჩში საჭიროა ბრძოლა შედეგის მისაღწევად. ბოლო პერიოდში ეს გვაკლია და, უახლოეს მომავალში, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება წარმოვადგინოთ ბევრად უკეთესი საქართველოს ნაკრები, ვიდრე ეს უკანასკნელ შეხვედრებში იყო“.
NAKREBI.GE
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
არსებობდა სხვა გზა? – არის თუ არა ესპანეთთან მარცხი ტრაგედია და რა შეიცვლება თურქეთში
“მზად ვართ – ამბიციით და შიშის გარეშე” – ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა თურქეთთან მატჩში?
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა – სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
