სრული კატასტროფა – საქართველოს ნაკრები თურქეთთან განადგურდა

მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე თურქეთთან ყველა კომპონენტში ძალიან დაიჯაბნა და 1:4 დამარცხდა.
„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებით კაშიას და დვალის ნაცვლად ძირითად შემადგენლობაში ლოჩოშვილი და დავითაშვილი დააყენა და შეგირდები მოედანზე 4-3-3 ტაქტიკური სქემით გაიყვანა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და იილდიზმა დააწინაურა, რომელიც კაკაბაძეს გაექცა. მსაჯმა თავიდან თამაშგარე დააფიქსირა, მაგრამ ვიდეოარბიტრმა გოლი ჩათვალა. შემდეგ კი კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს დემირალმა თავით მამარდაშვილის კარში მიუჩინა ადგილი და შუა პირველ ტაიმში მძიმე სიტუაციაში აღმოვჩნდით. ჩვენი ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და მეტოქის პრესინგის გადალახვას ვერ ახერხებდა, გრძელი გადაცემებით ცდილობდნენ წინ წაწევას, რაც უშედეგოდ სრულდებოდა, დაცვა შეცდომებს უშვებდა და ლოგიკურად მესამე გოლიც გავუშვით.
შესვენებაზე სანიოლმა მიქაუტაძე ზივზივაძით შეცვალა, თამაშის სურათი კი არ შეიცვალა და დემირალმა ისევ გაგვიტანა, ისევ კუთხურიდან ჩალჰანოღლუს ჩაწოდების შედეგად. მერე საქართველოს ნაკრებმა როგორც იქნა მოწინააღმდეგის ნახევარზე აიწია, ქოჩორაშვილმა ლამაზი გოლით ანგარიში შეამცირა, გაგნიძის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა, კვარაცხელიამ მიზანს ვერ უწია, გოჩოლეიშვილმა ბურთი ძელს გაარტყა და უკეთესმა გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში 3 ქულით მესამე ადგილზეა, მუნდიალზე გასვლის შანსი ფაქტობრივად აღარ აქვს და ორი მატჩი დარჩა ჩასატარებელი – 15 ნოემბერს სახლში ესპანეთთან და 18 ნოემბერს გასვლაზე ბულგარეთთან.
მართალია, რთულ ჯგუფში მოვხვდით, თუმცა უნდა ითქვას, წარმატებული ევროპირველობის შემდეგ ჩვენმა გუნდმა პროგრესის ნაცვლად რეგრესი განიცადა.
თურქეთი – საქართველო 4:1
გოლები: 1:0 იილდიზი (14), 2:0 დემირალი (22), 3:0 აკგიუნი (35), 4:0 დემირალი (52), 4:1 ქოჩორაშვილი (64)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, კიტეიშვილი (გაგნიძე 64), მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი, დავითაშვილი (ლობჟანიძე 71), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 46)
· Levani ისე რა ჭირთ ფეხბურთელებს ბურთს რო ვერ აჩერებენ? გეგონება ღამის სამ საათზე გააღვიძეს და პირდაპირ ლოგინიდან გააგდეს სტადიონზეო. ერთი კვირა ალიკანტეში მარტო ფიფას თამაშობდნენ თუ ტეკილას სვამდნენ ნეტავ
· !! ჯოგი კვარაცხელიას კაპიტნობით…
· დავით მე მაინც მგონია რომ რეგრესი დაიწყო მაშინ როცა 24 გუნდიან ევროზე მე16 ადგილზე გასულ გუნდს საჩემპიონო დახვედრა მოვუწყეთ, დავაყარეთ დოლარები და მანქანები. მანდ დამთავრდა ყველაფერი: დაიკარგა ღირსება და წამოვიდა ამპარტავნობა და ქართული მენტალური ეგოიზმი. ამასობაში ფეხბურთი ეროვნული სიყვარულის თამაშიდან გადაიქცა სტადიონზე სელფებისა და ფეხბურთის აზრზე არ მცოდნეების თავშეყრის ადგილად(არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სტადიონზე ვერ ხვდებოდა ნაღდი და სტაჟიანი გულშემატკივრების უმეტესი ნაწილი). დღეს დადასტურდა და გაფორმდა ეს ყველაფერი და აღმოვჩნდით იქ სადაც ალბათ არის ჩვენი ადგილი: სადღაც იქ რომლის უკან უკვე უფსკრულია. ვის არ წაუგია: მთავარია იბრძოლო, სული და გული ჩადო და პატივი სცე გულშემატკივარს. ამას ღირსება ჰქვია, რომელიც აღარ არის👎👎👎
· Geo Acc Chart სპორტია ძმაო უბრალოდ ქალები არიან
· s სანიოლი, სანიოლმა, სანიოლს,სანიოლის,სანიოლის,სანიოლის და კიდევ მთელი ფედერაციის და მისი პრეზიდენტის და ე.წ. პრეზიდენტის და იმის პატრონის ყველა პატრონი…..
· ლევანი სამწუხაროდ, რაც მოხდა მოსალოდნელი იყო, უფრო მეტიც, გარდაუვალი. როცა აკეთებ იმას, რაც ესპანეთთან გააკეთა, სამწვრთნელო სტაფმა მთლიანად, ეს აუცილებლად მოხდებოდა. ყველაზე ნაკლებად ფეხბურთელები არიან დამნაშავე, თუმცა მათაც ეტყობათ თავში ავარდნა. დანარჩენი მერე…
· zura222-ს სანიოლმა
· ვოოტ ალბათ, ბევრი თვლის, რომ პრობლემა მწვრთნელშია… ასეც რომ იყოს, პრობლემა მაინც ის უფრო უნდა იყოს, რომ მწვრთნელი არა შედეგის მიხედვით, არამედ კონტრაქტის ვადის ამოწურვის მიხედვით იცვლება და ეს მოცემულობა არასდროს იცვლება… ჩვენ მგელზე მიბარებული ცხვრის ფარა გვყავს იმის იმედად, რომ მგელი ცხვარს არ გაწირავს, რადგან ძალიან უყვარს ცხვარი…
· ჭმაჭი არა შეჯდა ჯორი ხესა არცა კიდე აქლემიოო.ყიზილბაშებმა ლოსისა და მონადირის ამბავი გამახსენეს
· ზაზა ყველანაირი სარკაზმის გარეშე, იქნებ ლუჩანო სპალეტის შევთავაზოთ მწვრთნელობა. არ მგონია იუაროს, იტალეიელია ბოლოს და ბოლოს დაცვის და საყრდენების აზრზე მოყვანა არ გაუჭირდება ასე მგონია. ტაქტიკურად მოაზროვნე კაცია, ხვიჩას იცნობს და ეგებ შესთავაზონ და ვინიცობაა გამოვიდეს. ვილი დიდი მადლობა და კარგად იყავი.
· ქართველი ზოგადად სამწვრთნელო გათვლებინისეთივე წარმატებულია ყველა პრინციპულ მატჩში როგორც დემირელის კუთხურზე კიტეიშვილის მეურვეობა(მინიმუმ 20 სმ სხვაობა იყო) მწვრთნელია აუცილებლად საპოვნი:) მაგრამ ეს არ ნიშნავს ფეხბურთელებს თავისი წილი პასუხისმგებლობა მოვხსნათ 🙂 ყველა სტანდარტი სახიფათოა და ალბათ 30% გოლი გაგვდის, ეს ლოჩოშვილი და გოგლიჩიძე ყველაფერსბპანტაპუნტით კუთხურზე ყრიდნენ.
· !! კობიაშვილზე არ გაბედოს ვინმემ ცუდი დაწეროს,არ ეხება საერთოდ კობიაშვილს ნაკრების წაგება,მხოლოდ მოგებაზე ესაუბრეთ.კობიაშვილი სტამბულის რესტორნებში სადილობს და ვახშმობს,თქვენ კი ხმელა პური ჭამეთ
· ექსპერტი კარგად ითამაშეს. მეორე ტაიმში განსაკუთრებით. ოფსაიდიდან გოლმა როგორც ესპანწთთსნ და ასევე აქ- აურია საქმე. ფრე უფრო კანონზომიერი იქნებოდა. არაუშავს. მომავალ 5-10 მსოფლიოზე გასვლის რეალური შანსი გვაქ. ეხლა ყ წლამ უზბეკეთს უგულშემატკივრეთ და კაპო ვერდეს
· zura222 ნეტავ გამაგებინა რომელმა იდიოტმა დაავალა ყველაზე დაბალ კიტეიშვილს ლამის ორმეტრიანი დემირელის მეურვეობა სტანდარტულებზეე@@@
· rona საინტერესოა კიდე ვიტყვით აღმავლობის გზაზეა ჩვენი ფეხბირთიო.
· ვახ ეჰ..
· სანიოლმა დვალიშვილი დაიხმარა ტაქტიკაში მგონი. რა ქნას მექვქბიშვილმა? რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა. შეუცვლელები არიან ნაკრებში ეს ბიჭი და სანიოლი.
· ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს კარგი მწვრთნელი და კარგი ფედერაცია გვინდა ოდესმე, თუ ვეღირსებით უკვე აღარც მგონია
· 1 სამაგიეროდ ჩვენ ბიძინი გვყავს
· რაგბის ფანი სანიოლ, 4-3-3 ამოხვედი ყელში, საბედნიეროდ ამ ჩატში უხამსობა აკრძალულია.
· Geo Ibrdzoles da ver ibrdzoles… Asetia chveni done dxes ! Vili wadi saxlshi!
· გია სანიოლი, სანიოლი, სანიოლი!..