მაჩადოსთვის ნობელის პრემიის მინიჭების შემდეგ ვენესუელამ ნორვეგიაში საელჩო დახურა

ვენესუელამ გამოაცხადა, რომ ნორვეგიასა და ავსტრალიაში საელჩოებს ხურავს და ბურკინა-ფასოსა და ზიმბაბვეში ახალ დიპლომატიურ მისიებს ხსნის. ეს განაცხადეს ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მარია კორინა მაჩადოსთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებიდან რამდენიმე დღეში.
ნიკოლას მადუროს მთავრობის თანახმად, გადაწყვეტილება მიიღეს „რესურსების სტრატეგიული გადანაწილებისა“ და დიპლომატიური სამსახურის რესტრუქტურიზაციის ფარგლებში.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან მიიღო შეტყობინება საელჩოს დახურვის შესახებ, მაგრამ არ დაუკონკრეტებია გადაწყვეტილების მიზეზი.

12 ოქტომბერს ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ, მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, „დემონური ჯადოქარი“ უწოდა მაჩადოს, რომელსაც „მოსახლეობის 90 პროცენტი უარყოფს“.

10 ოქტომბერს ნობელის კომიტეტმა მაჩადოს პრემია მიანიჭა „ვენესუელის ხალხის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისათვის დაუღალავი შრომისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლისთვის ბრძოლისთვის“.

მაჩადო ვენესუელის პარლამენტის ყოფილი წევრია. ის 2014 წელს ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციების მთავარი ფიგურა იყო. 2023 წელს მან პრაიმერიზი მოიგო და საპრეზიდენტო კანდიდატად წარადგინეს, თუმცა ხელისუფლებამ ის კენჭისყრიდან მოხსნა. შემდეგ ედმუნდო გონსალესი გახდა საპრეზიდენტო კანდიდატი.
ვენესუელის მოქმედმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ არჩევნების შემდეგ გამარჯვება გამოაცხადა, თუმცა შედეგები დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა, მათ შორის გაერომ, გააპროტესტეს. ევროპის პარლამენტმა და -ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ედმუნდო გონსალესი ვენესუელის ახლად არჩეულ პრეზიდენტად აღიარეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია: სისტემურ დანაშაულებს, მოწოდებებს და ქმედებებს, კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი – ამოვქოლავთ ყველა ხვრელს, რაზეც კოლექტიური გიგაური და ლომჯარია პატრონებთან ერთად ეძებენ გზებს, შემოიტანონ ბინძური თანხები

ხატია დეკანოიძე – ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა, მათთვის ხელისუფლება ლეგიტიმური არ არის, წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში – „ქართული ოცნება“ მიდის ევროკავშირსა და ნატო-ზე საბოლოოდ უარის თქმისკენ