თურქეთი – საქართველო | ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრებისთვის

14 ოქტომბერს, იზმითში, თურქეთი–საქართველოს მატჩზე დასასწრებად ჩასული ქართველი გულშემატკივრების გადაადგილების გამარტივებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მასპინძელთა ორგანიზებით, სტადიონზე მოხვედრა სპეციალური ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი.
სტადიონის მიმართულებით, ინდივიდუალური გადაადგილების პარალელურად, 18:00 საათიდან საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის მოეწყობა ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი შეკრების ადგილი – Asım Kibar Organize Sanayi Bölgesi, საიდანაც, უსაფრთხოების შემოწმების გავლის შემდეგ, გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ სპეციალური ტრანსპორტით იმგზავრონ სტადიონის მიმართულებით.
სტადიონზე შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სტუმარი გუნდის გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი B1 შესასვლელით. ქართველი გულშემატკივრები სტადიონზე განთავსდებიან 315B, 316A, 316B, 317 სექტორებზე. სტადიონის კარი 18:45 საათზე გაიღება, ხოლო მატჩი 21:45 საათზე დაიწყება.
თითოეულ გულშემატკივარს უნდა ჰქონდეს მატჩის ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი. აკრძალულია მჭრელი, ასაფეთქებელი, აალებადი ნივთების, A4 ფორმატზე დიდი ზომის ჩანთების და ხმაურიანი მოწყობილობების შეტანა.
NAKREBI.GE
დღეს, თურქეთი VS საქართველო – რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება
დღეს, თურქეთი VS საქართველო – რას ეფუძნება ჩვენი რწმენა და წარმატება
“ფინალი საქართველოსთვის და ჩვეულებრივი მატჩი თურქეთისთვის” – რა ითქვა შეხვედრის წინ?
სანიოლი: გამარჯვება? რატომაც არა, ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება
მექვაბიშვილი მიიჩნევს, რომ თურქი გულშემატკივარი მათთვის წნეხი კი არა, დამატებითი მოტივაცია იქნება
მონტელა: ძლიერ მეტოქესთან ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ