ზიდანმა განმარტა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში

ლეგენდარულმა ფრანგმა ნახევარმცველმა ზინედინ ზიდანმა ახსნა, რატომ დაასრულა საფეხბურთო კარიერა 34 წლის ასაკში. “რეალისა” და “იუვენტუსის” ყოფილმა შუახაზელმა ბუცები ლურსმანზე 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დაასრულა.
“ეს ჩემი მხრიდან შეგნებული ნაბიჯი იყო. მომბეზრდა მუდმივი მოგზაურობები და სასტუმროს ნომრებში ცხოვრება. მაშინაც კი, როცა სახლში ვთამაშობდით, შემდეგ სასტუმროში მივდიოდით. ამის გამო გადავწყვიტე, კარიერა დამესრულებინა.
გულწრფელად რომ ვთქვა, ფიზიკურად კიდევ ორი ან სამი წელი შემეძლო მეთამაშა, მაგრამ მოგზაურობამ დამღალა”, – ციტირებს ზიდანს Gazzetta dello Sport.
სერიოზულ ფინანსურ კომპენსაციას მიიღებს – სანტუშის გაშვება აზერბაიჯანელებს ეს თანხა დაუჯდებათ
“ჩემთვის ის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელია” – რა თქვა ზიდანმა?
“ცხადია, ეს ყველამ იცის” – ანრიმ იმ მწვრთნელის ვინაობა დაასახელა, ვინც საფრანგეთის ნაკრებს ჩაიბარებს
ზიდანის ერთ-ერთი ვაჟი ალჟირის ნაკრებში ითამაშებს
ყველაფერი გადაწყდა – ზიდანი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი გახდება
მოულოდნელი ამბავი – ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს