,,მშვიდობიანი პროტესტის 1407-ე დღე, ბევრად უფრო კომიკური იქნება, ვიდრე რეჟიმი” – რეზო კიკნაძის წერილი

სინდისის პატიმრის, რეზო კიკნაძის წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება:
,,გთხოვთ წაიკითხეთ და დამაჯერეთ,რომ ვცდები.
მართლა მაინტერესებს 26 ოქტომბრის დიდ აქციას რა აზრი აქვს, თუ ვისაც მართლა რეალური ბრძოლა უნდა იმას უნდა აჯვათ მერე და პროვოკატორი ეძახოთ,უმოქმედოთ დგომა კი დაანორმალიზოთ.ევროპას და ერთმანეთს უნდა ვაჩვენოთ,ბევრნი ვართო?
პირბადეს და გზაზე დგომას კი არა,სუნთქვასაც რო აგვიკრძალავენ,მერე იძახეთ მშვიდობიანათ ვისუნთქებთო.
სტატისტიკისთვის ვდგავართ და რეკორდის მოსახსნელად?
კონცერტია აქციაზე გახვიდე და ორ საათში სახლში დაბრუნდე?
ვერ ხვდებით,რომ დროში რაც უფრო იწელება,ჩვენ გვასუსტებს და გვაკლებს ხალხს.ვინც მართლა რაღაცას ეცადა და იმოქმედა,ის გამოგყავთ კიდე დამნაშავედ,არ გრცხვენიათ?
ისე მშვიდობიანი პროტესტის 1407-ე დღე,ბევრად უფრო კომიკური იქნება,ვიდრე რეჟიმი რაც შეიძლება მალე დამხობისკენ სწრაფვის გამო,ფიზიკურ დაპირისპირებაში შესვლა.
რა მშვიდობიანი,რუსებთან ხალხო,ჰო კარგათ ხართ?ზუსტად ეს არასაჭიროდ ვითომ,მშვიდობის მტრედი ხალხი,აზარალებს პროტესტს.
დაჭერამდეც,სულ ამაზე მქონდა კამათი,რუსული კანონის აქციების დროს და მერეც დეკემბერში.
პოლიტპატიმრების მიმართ განსაკუთრებული სოლიდარობა მაქვს და მათზე გარედან თითის შვერას,ამ პროცესის მშვიდობის ღაღადით დამზიანებელი ხალხისგან ვერ ავიტან.ზოგმა თქვა,ვინც იმ ჯებირს ეჯაჯგურებოდა ყველა პროვოკატორიაო.არა მეგობარო,მამაცი და მებრძოლია ის.გენადი კუპრეიშვილი არღვევს მაგ გისოსს და გენადია პროვოკატორი?კიდე მოვისმინე ვინც ამბობდა,მოდი ქვები ვესროლოთო,ის არის პროვოკატორიო,მერე წარმოვიდგინე ჩემი თავი მსგავს სიტუაციაში და ზუსტად ეგ მოწოდება მექნებოდა.
მოძალადეს,მონას და გამყიდვილეს ქვაც უნდა ესროლო და ტყვიაც.
პროვოკატორი ის არააა,ვინც მართლა იბრძვის,ვინც ამაში ხელს უშლის ისაა.
მოკლედ თუ შენ არ შეგიძლია იმოქმედო,რაღაც სცადო,შეუტიო,მოდი მაშინ ნუ ჭორაობ და სხვას მაინც ნუ უშლი მოქმედებას.თუნდაც არაფერი გამოუვიდეს-იმან სცადა მაინც.
ამ პოსტით იმას კი არ ვაკრიტიკებ ვისაც მშვიდად დგომის გარდა არაფერი შეუძლია,პოსტი იმათ ეხება ვინც სხვას განიკითხავს ანუ იმათ ყელში ამოუვიდა მოთმინების ფიალა აევსო და მართლა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა.ან თქვენ,როგორ არ აგევსოთ ეს ფიალა.
P.S.-4 ოქტომბერს ჩემი რეაქცია ის კი არ იყო,აუ პაატამ ეს რა გვიქნაო,არამედ მამაკაცური ძალა ასე ცოტა ვართ თქო?არადა ამდენი ხალხი დგას და მამაკაცები ასე მცირე რატოა თქო.
ე.წ. ლიდერებამა ის ქნეს,რომ წინაც გაუძღვნენ შესატევად ხალხს და ბოლომდეც დარჩნენ.აი ვინც არ გაყვა და სახლში წავიდა,იქ ეძებეთ დამნაშავე.
პაატა მესია კი არ არის,მარტომ დაამხოს დიქტატურა.ეგ მესიამაც ვერ შეძლო.
რეჟიმს სანამ არ შეაშინებ,არაფერი გამოვა და თუ უმოქმედოთ იდგები ასე ვერასდროს შეაშინებ.
ასეთი პოსტები არ მაქვს ხოლმე,მარა ყელში ამოვიდა უკვე ყოველდღე იმის სმენა,როგორ სვრიან და მიწასთან ასწორებენ იმას,ვინც ისე დგომას ბრძოლა არჩია.
რატო აღარ მაქვს იმედი,რო ამათ თავიდან მოვიშორებთ იცით?იმიტომ,რომ ალბათ ათას კაცსაც ვერ იპოვი,ისეთს ვინც მზადაა-ძალადობრივი პოლიციური რეჟიმი დაამარცხოს ისე,როგორც წმინდა გიორგიმ გველეშაპი.თუ მეტროს უნდა ჩაუსწრო,მაშინ მილიონი გამოდით თუ გინდათ,რა აზრი აქვს.“