კიევის სავაჭრო ცენტრში, ბავშვთა გასართობ სივრცეში ხანძარია

კიევში სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტში, საბავშვო სივრცეში ხანძარი გაჩნდა. როგორც უკრაინული მედია, ს მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით წერს , სავაჭრო ცენტრიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
“დედაქალაქის სოლომიანის რაიონში, სავაჭრო ცენტრ “კოსმოპოლიტიდან”, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს” – წერს კლიჩკო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.