როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა

როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა
როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 4 ოქტომბერს ადამიანები ჩავიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, რომ დაპირისპრებოდნენ ჯერ სპეცრაზმს და მერე სასახლეს.
„გახსოვთ 5-დღიანი ძალადობა როდესაც იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, მაშინ ტაქტიკურად სპეცრაზმი იყო გარეთ განლაგებული და გახსოვთ, რამდენმა სპეცრაზმელმა მიიღო უშუალოდ მაშინ ფიზიკური დაზიანება. როცა გინდა ძალადობა, შენთვის მნიშვნელობა არ აქვს, სპეცრაზმი შიგნით არის თუ გარეთ. ტაქტიკური გადაწყვეტილებები არის ჩვენი მისაღები. გარეთ რომ ყოფილიყო სპეცრაზმი, დაიწყებოდა პირველ რიგში ძალადობა სპეცრაზმელების წინააღმდეგ. ჩვენ მივიღეთ ტაქტიკური გადაწყვეტილება. ამ დროს ისინი გადავიდნენ ძალადობაზე პრეზიდენტის სასახლის მიმართ.
საბოლოო ჯამში, ეს ძალადობაც ჩავარდა. ეს ადამიანები ჩავიდნენ პრეზიდენტის სასახლესთან, რომ დაპირისპირებოდნენ ჯერ სპეცრაზმს და მერე სასახლეს. ან მარტო სპეცრაზმსაც რომ დაპირისპირებოდნენ, ესეც იქნებოდა თავდასხმა პრეზიდენტის სასახლეზე. გახსოვთ, 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ეს ადამიანები თავს ესხმოდნენ სპეცრაზმს და შესაბამისად, პარლამენტის სასახლეს. ეს არ იქნებოდა დამზღვევი ამ ადამიანებისთვის, რადგან როცა ძალადობ სპეცრაზმზე იმისათვის, რომ გინდა შეიჭრა პრეზიდენტის სასახლეში, ამით ძალადობ პრეზიდენტის სასახლეზე, ამიტომ ვერანაირად ვერ გაგათავისუფლებთ ეს პასუხისმგებლობისგან. რეალურად, ჩვენი ტაქტიკა იყო მაქსიმალურად ეფექტიანი, რამაც უზრუნველყო ის, რომ წარმატებით ჩავარდა დამხობის მცდელობა, რომელსაც ღიად უჭერდნენ მხარს კონკრეტული ტელევიზიები. ჩვენ გამაგრებული გვქონდა ყველა შესაბამისი შენობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

იქ ვინც იყო, ყველა იყო ძალადობის თანამონაწილე, გინდა დროშას აფრიალებდე, გინდა – ისე იდგე, როდესაც ძალადობას ამაგრებ ფიზიკურად, შენ ხარ ძალადობის თანამონაწილე და სამართლებრივად აბსოლუტურად ლოგიკურია ის, რომ ერთი მუხლი ვრცელდება ყველა დამნაშავეზე