– არც ვიცი, რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც არასრულწლოვანი ბავშვების სქესის გადაკეთებაზეა საუბარი – ხედავთ, როგორ ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში

არც ვიცი რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე – თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომ „ევროკავშირმა დაამტკიცა 2026-2030 წლის ლგბტ სტრატეგია, რომელიც მოიცავს სქესის შეცვლის ასაკის ზედა ზღვრის დაწევას და სანქციები იქნება იმ შემთხვევაში, თუკი რომელიმე ქვეყანა ამას არ გაითვალისწინებს“.
მისივე თქმით, ეს არის უდიდესი ტრაგედია.
„არც ვიცი ამას რა შეფასება უნდა მივცე, როდესაც საუბარია არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის გადაკეთებაზე. თქვენ ხედავთ, როგორ ცდილობს ევროპული ბიუროკრატია, კატასტროფისკენ წაიყვანოს ევროპის განვითარება. ეს არის უდიდესი ტრაგედია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ასეთ მოვლენებს რადიკალურად უნდა დავუპირისპირდეთ. როგორიც არ უნდა იყოს ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება ჩვენს მიმართ, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ასეთი პროცესები ჩვენს ქვეყანაში,“ – განაცხადა მ.