მიხეილ ყაველაშვილი – მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას – იმედი მაქვს, ეს შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი მშვიდობის დასაწყისი

მივესალმებით ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, როგორც საკვანძო და იმედისმომცემ გადაწყვეტილებას გრძელვადიანი რეგიონული სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ყაველაშვილი იმედოვნებს, რომ შეთანხმება გახდება გრძელვადიანი.
„ვიმედოვნებ, რომ შეთანხმება არ იქნება მყიფე და გახდება გრძელვადიანი სტაბილური მშვიდობის დასაწყისი, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე იქნება ბიძგის მიმცემი სხვა, კონფლიქტური რეგიონებისთვის, რათა დიპლომატიას ჰქონდეს მთავარი როლი მშვიდობის დასამყარებლად“, – წერს მიხეილ ყაველაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ