ეროვნული გაფიცვის გამო, ბელგიის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა

ეროვნული გაფიცვის გამო ბელგიის აეროპორტებში ფრენები გაუქმდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დღეს ბელგიაში ეროვნული გაფიცვაა, რამაც ქვეყანაში ფრენების გაუქმება და საჯარო ტრანსპორტის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
ბრიუსელის აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლების გაფიცვის შემდეგ ყველა რეისი გაუქმდა. ფრენები გაუქმდა შარლერუას აეროპორტშიც.
პროფკავშირების განცხადებით, ბრიუსელში დემონსტრაციებს ათიათასობით ადამიანი შეუერთდება, რომლებიც მთავრობის მიერ ბიუჯეტის შემცირების გეგმებს აპროტესტებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი