შალვა პაპუაშვილი – 5-7 ათასმა ადამიანმა ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, ჩავიბაროთ სასახლის გასაღებიო, ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული ტერიტორია და ღობეში დენი გატარებული

იქ, ვინც მივიდა, ყველა მივიდა ერთი მიზნით, დაემხოთ ხელისუფლება , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გაუგებარია,რატომ არ გმობენ უცხოელი აქტორები იმ მოვლენებს, რომელიც 4 ოქტომბერს განხორციელდა.
„ხელისუფლების დამხობის შემდეგ მანიფესტი წაიკითხეს, გადაიბარეს ხელისუფლება, ამას ტაში დაუკრეს იქ მყოფმა ადამიანებმა, 5-7 ათასმა ადამიანმა, ვინც იქ იდგა, ტაში დაუკრა ქვეყნის გადატრიალებას, შემდეგ განაცხადეს, წავედით და ჩავიბაროთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებიო, წავიდნენ ჩასაბარებლად და დაიწყეს გასაღების ჩაბარება, პოლიციამ გამოაგდო და ახლა ტირიან, რატომ არ იყო დანაღმული პრეზიდენტის სასახლის ტერიტორია და ღობეში რატომ არ იყო დენი გატარებულიო.
საბოლოო ჯამში, რისი თქმა უნდა ოპოზიციას ან მის მედიას. ჩვენ რომ გიჟები ვართ, ვიცით და რატომ არ გაგვაჩერეთ ნაღმებით და ტყვიამფრქვევებითო? ს მიერ ში გაჟღერებულმა საძაგელმა ტყუილმა ამხილა სახელმწიფო გადატრიალების უკან მდგომი უცხოელების გეგმა. ამიტომ არის სიჩუმე, რატომ არ გმობენ პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს? რატომ არ გმობს ევროკავშირის ელჩი? როცა შეგხვდებათ ევროკავშირის ელჩი, ჰკითხეთ, შარშან ჩვენი საარჩევნო ბანერები რომ დაგმო, ვინ ეკითხებოდა? წელს რატომ არ დაგმო იმ პრეზიდენტის სასახლის შტურმი, რომელსაც აბარებენ რწმუნებათა სიგელს, რომელიც არის მათი მასპინძელი ამ ქვეყანაში. დღეს ყველა დაიმალა და კრინტი არ გვესმის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.