მსოფლიო ლიდერები ეგვიპტის გლობალურ სამიტზე ღაზის აღდგენის გეგმის განსახილველად შეიკრიბნენ

„ღაზაში ომი დასრულდა“ – ეს ისტორიული სიტყვები -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 13 ოქტომბერს ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში წარმოთქვა.
2023 წლის 7 ოქტომბრის სასტიკი თავდასხმის შემდეგ, ს პრემიერ-მინისტრის, ს მტკიცე პოზიციის მიუხედავად, ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმება შედგა.
შარმ-ელ შეიხში ღაზის სექტორის მართვისა და რეკონსტრუქციის გრძელვადიანი გეგმის შესამუშავებლად შეიკრებილი მსოფლიო ლიდერებისადმი სიტყვით მიმართვისას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ დროა იქ შეკრებილებმა წარსული წყენები დაივიწყონ.
„ჩვენი სამუშაო სწორედ აქ და ახლა იწყება. ანტიკური დროიდან მოყოლებული, ამ რეგიონში ცხოვრობდნენ სხვადასხვა კულტურის, რელიგიისა და ეროვნების ადამიანები. მგონი ასეთი რამ დედამიწის სხვა ნაწილში 3000 წლის განმავლობაში არ მომხდარა. თუმცა დღეს, პირველად, ცხოვრებაში ერთხელ მოგვეცა შანსი, რომ ძველი შუღლი და სიძულვილი უკან დავტოვოთ. ამ ოთახში მყოფ ლიდერებს შორის ბევრი ვერ უგებდა ერთმანეთს, თუმცა ახლა უგებენ. ახლა ერთიანები ვართ. პირველი შემთხვევაა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისმა ხალხი, დაშორების ნაცვლად, გააერთიანა. წლების განმავლობაში ტანჯვისა და სისხლისღვრის შემდეგ, ღაზაში ომი დასრულდა. ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აღდგენილია, მათ შორის ასობით სატვირთო მანქანა საკვებით, სამედიცინო აღჭურვილობითა და სხვა მარაგებით, რომელთა დიდი ნაწილი ამ ოთახში მყოფმა ადამიანებმა დააფინანსეს. მშვიდობიანი მოსახლეობა საკუთარ სახლებში ბრუნდება. მძევლები ოჯახებს უბრუნდებიან. ვაკვირდები და ძალიან ლამაზი სანახაობაა“, – აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, .
სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის სურვილი ევროპელ ლიდერებსაც აქვთ, თუმცა ისრაელთან მათი ურთიერთობა შესაშური ნამდვილად ვერ არის.
ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთმა ევროპულმა ქვეყანამ პალესტინა სახელმწიფოდ აღიარა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეფასებით, ტერორიზმის მხარდაჭერა იყო და კონფლიქტის გამწვავების საფრთხეს ქმნიდა.
უკანასკნელად, 2025 წლის 22 სექტემბერს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე, პალესტინის აღიარებას საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია და მალტაც შეუერთდნენ. მოგვიანებით კი, პალესტინის სახელმწიფო ფორმალურად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმაც აღიარა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების პირველი ფაზის მიღწევის შემდეგ, კირ სტარმერმა ისრაელისთვის ჩრდილოეთ ირლანდიაში მიღებული გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა, რაც მისი თქმით, ისრაელს „ჰამასის“ განიარაღების პროცესში დაეხმარება.