ირაკლი კობახიძე – ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამიტომ შედის ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე

ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, რათა უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე – ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობა დიდი ხანია აცხადებს, რომ „თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა“.

„რეალურად, ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პროტესტი კანონის ფარგლებში, მაგრამ ჩვენი მოქმედი კანონმდებლობა, ისევე როგორც საერთაშორისო სტანდარტები, ამბობს ერთ რამეს, რომ თუ შენ არ ხარ საკმარისად წარმოდგენილი შენს პროტესტში, პატივი უნდა სცე უმრავლესობის ინტერესებს. მათ შორის, ჩვენი კანონმდებლობა დიდი ხანია, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, აცხადებს, რომ თუ ადამიანების რაოდენობა არ არის საკმარისი ქუჩის გადასაკეტად, მათ პატივი უნდა სცენ საზოგადოების სხვა წევრებს და არ უნდა გადაკეტონ ქუჩა. აქამდე მოქმედებდა ჯარიმები. ჯარიმები ბოლომდე ეფექტიანი არ იყო და სწორედ ამის გათვალისწინებით შედის ცვლილებები როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, იმისათვის რომ უმცირესობამ არ იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე. ეს არის დემოკრატიის პრინციპის გამოხატულება,“ – განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში რიგი ცვლილებები შევა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ უმრავლესობის სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ცვლილებების თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

კირცხალიას თქმით, მონაწილეობა იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით, ასევე 60 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება პირს, რომელიც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვა პირთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. ამგვარი აკრძალული ქმედებები განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება ორ წლამდე ვადით.

ასევე, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროცესების შეფასება ხდებოდეს ობიექტურად – ყურადღების მიღმა არ დაგვრჩეს შეტევები, რაც ხორციელდება დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე

მაკა ბოჭორიშვილი – საქართველოს რეგიონების ოკუპაციას არ აქვს არც გამართლება და არც საფუძველი – ხელისუფლების მთავარი მამოძრავებელი სწორედ მშვიდობის უზრუნველყოფისთვის და სტაბილურობისთვის ბრძოლაა