IRI: EU-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 86%, NATO-ში გაწევრიანებას კი 79% ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 73% სრულად, ხოლო 13% ნაწილობრივ უჭერს მხარს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.
კვლევის მიხედვით, თუკი EU-ში გაწევრიანებისთვის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტა აუცილებელი წინაპირობა იქნებოდა, გაწევრიანების მომხრეებს შორის 55%-ის მხარდაჭერა სრულად უცვლელი დარჩებოდა, 19% კვლავ ევროკავშირს დაუჭერდა მხარს, მაგრამ ნაკლებად მყარად, ხოლო 9% ნაწილობრივ, 8% კი სრულად შეეწინააღმდეგებოდა ევროკავშირში გაწევრიანებას.
ამავე კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 65% სრულად, ხოლო 14% ნაწილობრივ ემხრობა NATO-ში გაწევრიანებას. 5% ნაწილობრივ, ხოლო 11% სრულად ეწინააღმდეგება ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას.
EU-ში გაწევრიანების მომხრეებს შორის 45% ევროკავშირის მთავარ სარგებლად ეკონომიკის გაძლიერებას ასახელებს, NATO-ს შემთხვევაში კი ინტეგრაციის მსურველების 47% ყველაზე დიდ სარგებლად უსაფრთხოებას მოიაზრებს.
IRI-ის მიხედვით, საქართველოს EU-ში გაწევრიანების მთავარ წინაღობად მოსახლეობის 27% ქვეყანაში პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს, ხოლო 17% ამბობს, რომ უმთავრესი დაბრკოლება ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობაა. NATO-ს შემთხვევაში ყველაზე დიდ წინაღობად მოსახლეობის 27% ს მხრიდან წინააღმდეგობას, 20% კი ოკუპირებული რეგიონების სტატუსს მიიჩნევს.