კაბო-ვერდეს ნაკრები, რომელიც ამა წლის ივნისში საქართველოშიც გახლდათ და ქუთაისში გამართულ ამხანაგურ მატჩში ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ფრედ 1:1 ეთამაშა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.
გუნდმა გუშინ საკუთარ მოედანზე ესვატინი 3-0 დაამარცხა და 23 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზე გასულ კამერუნს კი 4 ქულით გაასწრო.
კაბო-ვერდეს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში შევა, რადგან ის ფართობით ყველაზე პატარა ქვეყანა გახდება (4,033 კმ²), რომელიც მუნდიალზე იასპარეზებს. ადრე რეკორდი ტრინიდადსა და ტობაგოს (5,128 კმ²) ეკუთვნოდა, რომელმაც 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა.
გარდა ამისა, კაბო-ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში მონაწილე ქვეყნებს შორის ადამიანების ყველაზე მცირე მოსახლეობით მეორე ადგილზეა. ამ ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით 593 000 ადამიანი ცხოვრობს, რეკორდი კი 2018 წლის მუნდიალზე ისლანდიამ დაამყარა, როდესაც დაახლოებით 353 000 მოქალაქე ჰყავდა
ფარერების ნაკრებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და მუნდიალზე გასვლის შანსს ინარჩუნებს
ისრაელის გამო “საფეხბურთო ცივი ომი” დაიწყო – საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია
“ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ” – ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე
