„ნაცმოძრაობა“ და მისი ანასხელეტები სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე

„იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც მავნებლობენ და ძალადობენ, როგორც ხელისუფლებაზე, ასევე, საზოგადოებაზე და ზოგადად, ქვეყანაზე, რა თქმა უნდა, უნდა აეკრძალოთ პოლიტიკური მოღვაწეობა“, – ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ მ განაცხადა.
მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს.
„ასეთი პარტიები უკვე კარგად ნაცნობია საზოგადოებისთვის და ისინი სამართლებრივადაც ისე უნდა გაირიყონ, როგორც საზოგადოება რიყავს მათ პოლიტიკურად ყველა არჩევნებზე.
არცერთ არჩევნებზე მათ მხარს არ უჭერენ, რადგან ისინი ერთი მრწამსით არიან – როგორ ავნონ ქვეყანას, როგორ დააზიანონ, როგორ დაემორჩილონ გარე ძალებს და დაამორჩილონ საკუთარი ქვეყანაც. ამიტომ, ასეთი პოლიტიკური პარტიები საკანონმდებლო დონეზე უნდა იკრძალებოდეს, რომ მათ პოლიტიკური მოღვაწეობის არავითარი, მათ შორის, არც სამართლებრივი საშუალება არ ჰქონდეთ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირი და მათ შორის პოლონეთიც მიგრანტთა მიღებას ამკაცრებს არა საქართველოს პოლიტიკური დღის წესრიგის გამო, არამედ, მის მიერ მიღებული „მიგრაციული პაქტის” გამო, რაც ყველა ქვეყნისთვის თანაბრად ამოქმედდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერია: იგოეთის მახლობლად ველურ ბუნებაში ფონდ „ქართუს“ მიერ გადმოცემული 100 გნოლი და 200 კაკაბი გაუშვეს, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი უკვე წლებია ფრინველთა უნიკალური ჯიშების გამრავლებას და ველურ ბუნებაში მათ გაშვებას აფინანსებს

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა