მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები სტუმრად თურქეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
„ჯგუფში აშკარა ფავორიტი ესპანეთია, რომელიც, ალბათ, მსოფლიოში საუკეთესოა. რა თქმა უნდა, ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს. პირველი შეხვედრა თურქეთთან ცუდად დავიწყეთ, მაგრამ კარგად დავასრულეთ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია. ამისათვის მეტი აგრესია და სწორი დამოკიდებულება გვჭირდება. ვიცით, საიდან მოვდივართ, მიზანი და მოლოდინი დიდია. ამის დამტკიცებას შევეცდებით. მოგება? რატომაც არა. ცხოვრებაში ყველაფერი პირველად ხდება. გვაქვს ზოგიერთი განსაკუთრებული მიღწევა. გასულ წელს პირველად გავედით ევროპის ჩემპიონატზე, რაც ისტორიული შედეგი იყო.
რა ვუთხარი ფეხბურთელებს ესპანეთთან დაპირისპირების შემდეგ, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან ეს ჩვენი შიდა საქმეა. მარცხენა მცველის პოზიციაზე ჯერ სწორი გამოსავალი ვერ ვიპოვეთ. ესპანეთისგან განსხვავებული თამაში გვექნება. ბიჭებს ბევრი ველაპარაკე და დარწმუნებული ვარ, ისინი მოტივირებული და მობილიზებული არიან“.
შეხვედრა იზმითის „ქოჯაელის“ სტადიონზე 14 ოქტომბერს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
“ფინალი საქართველოსთვის და ჩვეულებრივი მატჩი თურქეთისთვის” – რა ითქვა შეხვედრის წინ?
“ფინალი საქართველოსთვის და ჩვეულებრივი მატჩი თურქეთისთვის” – რა ითქვა შეხვედრის წინ?
დიდი მატჩის დღე – ესპანეთს დამარცხებას ოფიციალურშიც ვუპირებთ!
“მზად ვართ – ამბიციით და შიშის გარეშე” – ესპანეთთან მატჩის წინ სანიოლმა და მამარდაშვილმა ისაუბრეს
ლომინაძე განაცხადს მიღმა დარჩა – სანიოლმა 23-კაციანი სია შეარჩია
