დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი: წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმაში ირანი დიდ როლს თამაშობს

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის გრანტ შაპსის განცხადებით, წითელ ზღვაში სატვირთო გემებზე თავდასხმაში ირანი დიდ როლს თამაშობს. ამის შესახებ შაპსმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ირანი აქ {წითელ ზღვაში გემებზე თავდასხმა} მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ირანმა უნდა გააცნობიეროს და რეგიონში მის ბევრ მარიონეტულ დაჯგუფებას უნდა აცნობოს, რომ ამისგან კარგი არაფერი გამოვა, ყველა წააგებს თუ ისინი გააგრძელებენ იგივე ქმედებას“, – აცხადებს გრანტ შაპსი.

შაპსმა უარი თქვა კომენტარზე კვლავ მოახდენს თუ არა დიდი ბრიტანეთი მორიგ საჰაერო იერიშს ჰუსიტების წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რომ 12 იანვრის ღამეს შეერთებულმა შტატებმა, დიდ ბრიტანეთთან კოორდინაციით და ავსტრალიის, კანადის, ნიდერლანდების და ბაჰრეინის მხარდაჭერით, ერთობლივი საჰაერო იერიში დაიწყო იემენში ჰუსიტების სტრატეგიულ ობიექტებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა

პროკურორი ნია იმნაძის საქმეზე – ალექსანდრე გაბაშვილისთვის, ასეთი წარსული გამოცდილების ადამიანისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომ მასწავლებელი სექსუალურად ავიწროებდა, ფაქტობრივად, წაქეზება იყო