ჩინეთისა და ბელარუსის ელჩებმა “ქართულ ოცნებას” არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი გასული წლის ბოლოდან მოყოლებული მეხუთედ შეხვდა საქართველოში ჩინეთის ელჩს, ჭოუ ციენს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინელმა დიპლომატმა ს “ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა”.
“შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეხვედრაზე ჩინეთის ელჩმა ირაკლი კობახიძეს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის მე-8 გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება.
დღესვე “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მიიღო მინსკისგანაც. ამის შესახებ მანამდე ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას პრესცენტრი იუწყებოდა. დღეს კი ლუკაშენკას მილოცვა ირაკლი კობახიძეს ბელარუსის ელჩმა ნიკოლაი როგაშჩუკმა გადასცა.
“გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ბელარუსს შორის არსებულ ურთიერთობებს, ასევე სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების დადებით დინამიკას და სამომავლო პერსპექტივებს”, – ნათქვამია მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კობახიძემ ელჩს “ბელარუსის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა”.
მინსკი ოფიციალურად არ აღიარებს საქართველოს ორი რეგიონის, სა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას, თუმცა კონტაქტებს ინარჩუნებს ს მიერ ოკუპირებულ ამ რეგიონებთან. ლუკაშენკა ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაშიც დაადანაშაულეს სოხუმში ვიზიტის გამო.
მინსკსა და თბილისს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაიწყო საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერებისა და უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად ს არჩევის შემდეგ.
გასული წლის ბოლოს ლუკაშენკამ ყაველაშვილს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა, ხოლო ყაველაშვილმა ლუკაშენკას – ზედიზედ მეშვიდედ ბელარუსის პრეზიდენტად არჩევა. ლუკაშენკამ ყაველაშვილს, რომელსაც ქართული ოპოზიციისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ლეგიტიმურად არ მიიჩნევს, გამარჯვების დღე მიულოცა.
4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც მიუკერძოებელი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების გარეშე ჩატარდა, „ქართულმა ოცნებამ“ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოიპოვა გამარჯვება, ზოგან – 100%-ით. არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო ორმა დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ნაციონალური მოძრაობამ“ და „კოალიციამ ცვლილებისთვის“. მათ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს.