– საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ – ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს

საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს და ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს.
„საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ – ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი დემოკრატიის დასაცავად მუდმივ მშვიდობიან პროტესტს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება