დიმიტრი მედვედევი – Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება, შესაძლოა, ყველასთვის ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, -ის პრეზიდენტ სთვის.
„ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ს პრეზიდენტი უკრაინის კონფლიქტს არ მოაგვარებს, „ეს მისთვის ცუდად დასრულდება“, თუ „ბიზნეს-მშვიდობისმყოფელი“ “ტომაჰავკის” რაკეტებს გულისხმობს, ფრაზა არასწორია. ამ რაკეტების მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს, და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის. ასჯერ ითქვა, რომ შეუძლებელია ბირთვული Tomahawk-ის რაკეტის ფრენისას ჩვეულებრივი რაკეტისგან გარჩევა. მათ არა ბანდერას , არამედ შეერთებული შტატები გაუშვებს. მხოლოდ იმის იმედი შეიძლება გვქონდეს, რომ ეს კიდევ ერთი ცარიელი მუქარაა, რომელიც კოკაინზე დამოკიდებულ კლოუნთან გაჭიანურებული მოლაპარაკებებით არის გამოწვეული“, – წერს მედვედევი „ტელეგრამ“ არხზე.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, Tomahawk-ის ტიპის რაკეტების ში გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღოს. ჟურნალისტების შეკითხვაზე, გაგზავნის თუ არა რაკეტებს უკრაინაში, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „ვნახოთ, შეიძლება“.
„შეიძლება მათ [რუსეთს] ვუთხრა, რომ თუ ომი არ მოგვარდება, შესაძლოა, ეს გავაკეთოთ. სურთ, რომ Tomahawk-ები მათი მიმართულებით წავიდეს? არა მგონია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.