დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს – ორი დეპუტატი, რომელიც აშშ-ს პრეზიდენტისგან პალესტინის აღიარებას ითხოვდა, დარბაზიდან გააძევეს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ს ქნესეთში სიტყვის გამოსვლა შეაწყვეტინეს.­
კოალიცია „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის პლენარული სხდომიდან გააძევეს მას შემდეგ, რაც ამერიკელი ლიდერის სიტყვით გამოსვლის დროს ხელში დაიჭირა პლაკატი წარწერით: „აღიარეთ პალესტინა“. პლაკატის აღმართვას შეეცადა პარტიის წევრი ოფერ კასიფიც.
ქნესეთის თავმჯდომარის მოთხოვნით, ორივე მათგანი დარბაზიდან გააძევეს.
„ბოდიშს გიხდით ამის გამო, ბატონო პრეზიდენტო“, – განუცხადა ქნესეთის სპიკერმა ტრამპს.
-ის პრეზიდენტმა ხუმრობით განაცხადა, რომ მომხდარი „ეფექტური იყო“, რასაც ქნესეთის წევრების მხრიდან აპლოდისმენტები და სიტყვა „ტრამპის“ სკანდირება მოჰყვა.