ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა – რა საკითხები განიხილეს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჭოუ ციენს შეხვდა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დიპლომატმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე. ჩინეთის ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.