კოტ დ’ივუარის პოლიცია ბილეთების გადამყიდველებს დააპატიმრებს

დღეს, 13 იანვარს, 2024 წლის აფრიკის თასის პირველი მატჩი გაიმართება – ტურნირის მასპინძელი კოტ დ’ივუარი გახსნით შეხვედრაში გვინეა ბისაუს დაუპირისპირდება. იქამდე, კი კოტ დ’ივუარელმა აქტივისტმა ედიტ ბროუმ ტვიტერში დაწერა, რომ ქვეყნის პოლიცია შეჯიბრების მატჩებზე დასასწრები ბილეთების გადამყიდველებს დააპატიმრებს.
“თუ პოლიცია ბილეთების გადაყიდვის ფაქტზე დაგიჭერთ, პირდაპირ იზოლატორში ამოყოფთ თავს. არ გარისკოთ!’ – დაწერა ბლოუმ.
აფრიკის ერთა თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა 11 თებერვალს შედგება. ტურნირს კოტ დ’ივუარის 5 ქალაქი უმასპინძლებს – აბიჯანი, ბუაკე, კოროგო, სან პედრო და იამუსუკრო.
ვაა, კოტ დ’ივუარი და აფრიკა ეძახე, თან სამოქალაქო ომგამოვლილი და ნახეთ ქალაქი როგორაა გაშენებული, სივრცე და გამწვანება შენობებს შორის, უძველესი და ულამაზესი თბილისი კი ბეტონის ჯუნგლებია, ხო და მამალ გორილასთან უნდა შეუშვა გალიაში და იქ დატოვო უგულავაც, ნარმანიაც და კალაძეც!

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში