“ვოცნებობდი მეტი შვილის ყოლაზე, გავყინე კვერცხუჯრედები… 2024 წლის ბოლოს კი მითხრეს, რომ მაქვს მესამე სტადიის საკვერცხის კიბო” – ბიანკა ბალტის ემოციური წერილი – Marao

“ვოცნებობდი მეტი შვილის ყოლაზე, გავყინე კვერცხუჯრედები… 2024 წლის ბოლოს კი მითხრეს, რომ მაქვს მესამე სტადიის საკვერცხის კიბო” – ბიანკა ბალტის ემოციური წერილი – Marao
ცნობილი მოდელი ბიანკა ბალტი ინსტაგრამზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ის გამომწერებს მისი განვლილი გზის შესახებ ესაუბრება და ქალებს აძლევს მოტივაციას, რომლებიც ახლა ურთულეს დაავადებას სიმსივნეს ებრძვიან.
“თუ აქ ახალი ხართ, მოკლედ მოგიყვებით ჩემი ისტორიის შესახებ.
მე ვარ 41 წლის ქალი იტალიიდან, ვცხოვრობ ჩემი ამერიკულ ოცნებაში,კალიფორნიაში. მე ვარ 16 წლის მატილდას და 10 წლის მიას დედა, მათი დედობით კი ყველაზე მეტად ვამაყობ.
ბოლო 21 წლის განმავლობაში მე ავიწყვე მოდელის ის კარიერა, რომელიც ჩემს ყველაზე გიჟურ ოცნებასაც კი აღემატებოდა. გამოვედი ცნობილი ბრენდების პოდიუმებზე, მქონდა პატივი, პრესტიჟული ჟურნალის გარეკანზე ვყოფილიყავი, ვიყავი ექსკლუზიური და დაუვიწყარი ღონისძიებების ნაწილი.
2021 წელს გავიგე, რომ ვიყავი BRCA1 გენეტიკური მუტაციის მატარებელი და 2022 წლის ბოლოს პრევენციის მიზნით ორმაგი მასტექტომია გავიკეთე. ვოცნებობდი მეტი შვილის ყოლაზე, ამიტომ გავყინე კვერცხუჯრედები და ვყოყმანობდი საკვერცხეების ამოღებაზე.
2024 წლის ბოლოს მითხრეს, რომ მაქვს მესამე სტადიის საკვერცხის კიბო და გამიკეთდა ოპერაცია, რომელიც ბევრ ორგანოს შეეხო. 2024 წლის 14 ოქტომბერს დავიწყე ქიმიოთერაპია. საკუთარ თავს დავპირდი, რომ არასდროს ვნახავდი, როგორ მცვიოდა თმა, ამიტომ ჰელოუინის ღამეს თავი გადავიპარსე. მეგონა ლამაზ პარიკს მოვირგებდი, მაგრამ ქუდებით უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. მსურდა, ისევ ნორმალურ ადამიანად მეგრძნო თავი, დავგეგმე ფოტოსესიები, რომ მოდის ინდუსტრიისთვის დამემტკიცებინა, სილამაზე ავადმყოფობით არ ქრება. ბოლო ქიმიოთერაპიიდან 2 კვირის შემდეგ ვიყავი ყველაზე აღიარებული იტალიური სატელევიზიო შოუს, სანრემოს მუსიკალური ფესტივალის თანაწამყვანი.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ასობით ქალი დამიკავშირდა, რაც ადასტურებს, რომ საკუთარი ისტორიის გაზიარებით სხვებს ვეხმარები, რომ თავი უკეთ იგრძნონ.
ამ ამბებიდან ერთი წლის შემდეგ, მე ვარ ახალი მიზნით, რომ იმედი და ძალა მივცე ქალებს, რომლებიც იგივე რთულ გზას გადიან,” – წერს ბიანკა.
2022 წლის ბო­ლოს ბალ­ტიმ გე­ნე­ტი­კუ­რი ტეს­ტი გა­ი­კე­თა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ BRCA1 გე­ნის მა­ტა­რე­ბე­ლია – ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მკერ­დის კი­ბოს დი­აგ­ნო­ზის დას­მის შან­სი 50%-ია, ხოლო საკ­ვერ­ცხის 30%.
“გა­სულ კვი­რას გა­მოკ­ვლე­ვა ჩა­ვი­ტა­რე და გა­ვი­გე, რომ მუც­ლის ქვე­და ნა­წილ­ში ტკი­ვი­ლი საკ­ვერ­ცხის კი­ბო­თი იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი. ეს იყო ში­შით, ტკი­ვი­ლი­თა და ცრემ­ლე­ბით სავ­სე კვი­რა, მაგ­რამ სიყ­ვა­რუ­ლით, იმე­დით და ძა­ლით სავ­სე ვარ.წინ გრძე­ლი გზა მე­ლის, მაგ­რამ ვიცი, რომ ამას და­ვა­მარ­ცხებ. ჯერ­ჯე­რო­ბით კი­ბომ ის მას­წავ­ლა, რომ თი­თო­ე­ულ დაბ­რკო­ლე­ბა­ში სი­ლა­მა­ზე უნდა და­ვი­ნა­ხო”, – წერდა ბი­ან­კა “ინ­სტაგ­რამ­ზე” და აღ­ნიშ­ნავდა, რომ ოპე­რა­ცია უკვე ჩა­უ­ტარ­და.