“ასეთ პირობებზე ვერ დავრჩებოდი” – სპალეტიმ “ნაპოლის” დატოვების მიზეზი დაასახელა

“ნაპოლის” ყოფილი მწვრთნელი, ლუჩანო სპალეტი, ტრენტოს სპორტის ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც “პარტენოპეიდან” წასვლის მიზეზი დაასახელა.
მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ტოსკანელმა სპეციალისტმა “ნაპოლის” 2023 წელს სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოაგებინა, ყველასთვის მოულოდნელად გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.
სპალეტის თქმით, ამის მიზეზი მისი ფინანსური მოთხოვნები იყო.
“აურელიო დე ლაურენტისს ახალ კონტრაქტზე უარი ვუთხარი, ის ფიქრობდა, რომ წასვლაზე უარს ვიტყოდი, თუმცა ასეთ პირობებს ვერ დავთანხმდებოდი. რა მოხდა შემდეგ? დე ლაურენტისმა იფიქრა, რომ სიტუაციას მარტივად გაუმკლავდებოდა, მაგრამ ვნახეთ რაც მოხდა…
საბოლოოდ, პრეზიდენტმა გუნდში ძლიერი სპეციალისტი მოიყვანა, რომელმაც ამ ულამაზეს ქალაქს კიდევ ერთი ჩემპიონობა მოუტანა”, – განაცხადა სპალეტიმ.
ჩავიმ “ბარსელონას” ფეხბურთელის დამატება ურჩია
სპალეტი: ძლიერი ზეწოლის ქვეშ მოვექეცი და ძილი დავკარგე
“სწორედ ეს მჭირდებოდა, ნეაპოლი საცხოვრებლად შესანიშნავი ადგილია” – ჰოილუნდი “პარტენოპეიში” ბედნიერია
“ერთადერთი გამოსავალი სპალეტის გადადგომაა” – ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ლუჩანო გააკრიტიკა
“რატომ ვეღარ თამაშობს “კვარა” ისე, როგორც “ნაპოლის” საჩემპიონო სეზონში? ხვიჩა მგრძნობიარე ბიჭია” – სპალეტიმ ქართველს რჩევა მისცა
“სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო” – “ფენერბაჰჩეს” პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
“ნაპოლი” “მანჩესტერ იუნაიტედის” კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
“ნაპოლიმ” “ჯენოას” თამაში შემოუტრიალა
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
“დე ბრუინის მთავარი პრობლემა ისაა, რაშიც კვარაცხელია საუკეთესო იყო” – ფედელეს ქართველი შემტევი ენატრება
“ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა” – სპალეტიმ აჩერბის უპასუხა