წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 41,6%-ით ვიცე-პრეზიდენტი, ლაი ლიდერობს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ტაივანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის, საარჩევნო უბნების 60%-ზე მეტია დათვლილი.
ლაის უახლოეს კონკურენტს, ჰოუ იუს, რომელიც ოპოზიციურ პარტია „გომინდანს“ წარმოადგენს, ამომრჩეველთა ხმების 33,2% აქვს. ტაივანში ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით 16:00 საათზე დასრულდა.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვერ მომინელებია, რომ ხალხს ვეუბნებოდი: „ისეთი ტექნოლოგიაა, ვერ გაყალბდება არჩევნები“, რა ნამუსით მივიდე მეორე არჩევნებზე და ავუხსნა ადამიანებს, რომ მოგვატყუეს, ვერ დაგიცავით, მაგრამ მოდით, თავიდან ვცადოთ – რა შეიცვალა?