პონტუსი ბათუმში ინვესტიციების კულტურას ახალ დონეზე გადაჰყავს

ბათუმი არა მხოლოდ შავი ზღვის ტურისტულ მარგალიტად, არამედ ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ საინვესტიციო ადგილად ჩამოყალიბდა. საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წელს ქვეყანას 7,1 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა, რომელთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა სწორედ აჭარა აირჩია. პარალელურად იზრდება ინვესტორების დაინტერესებაც: ბოლო წლებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა რეგიონულ უძრავ ქონებაში რამდენიმეჯერ გაიზარდა თუმცა, ამ პროცესს მეორე მხარეც აქვს. აქტიური ზრდის მიუხედავად, ბევრი ინვესტორი გარიგების შემდეგ საკუთარი შეძენილი ქონებით „ერთი-ერთზე“ რჩება. სამშენებლო კომპანიები და სააგენტოები იშვიათად ფიქრობენ იმაზე, თუ რა ხდება კლიენტთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. შედეგად, ნდობის ჩამოყალიბება ნელა მიმდინარეობს, ხოლო პოტენციურ მყიდველებს მრავალი კითხვა უჩნდებათ.
გრძელვადიანი ურთიერთობები, როგორც ახალი ნორმა
ამ ფონზე კომპანია Pontus განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. ბაზარზე, სადაც “მოთამაშეთა” უმრავლესობა მხოლოდ კვადრატული მეტრების გაყიდვით შემოიფარგლება, Pontus ყურადღებას გრძელვადიან ურთიერთობებსა და გამჭვირვალობაზე ამახვილებს.
Pontus-ი თავისი პროექტით გახდა ერთ-ერთი პირველი კომპანია რეგიონში, რომელმაც ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციის ფორმატი დანერგა. ეს ყოველივე კი მოხდა მისი მასშტაბური ხედვის, გამჭვირვალობაზე ორიენტირებულობისა და Rotana Hotel Management Corporation-თან ერთგული თანამშრომლობის საფუძველზე, რაც Interpressnews-ზე უკვე არა ერთხელ გაზიარდა.
5-7 სექტემბერს კომპანიამ კვლავ გაუღო კარი სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ შეხვედროდნენ ორივე კომპანიის ხელმძღვანელობას, პირადად ენახათ პროექტის პროგრესი და ეგრძნოთ ის სტუმართმოყვარეობა, რომელიც დიდი სულის მატარებელია.
პროექტის ეს ფორმატი ერთდროულად უზრუნველყოფს, რომ ღია იყოს როგორც როტანას, ასევე ინვესტორების მიმართაც. დეველოპერი რეგულარულად უწევს ორგანიზებას ინვესტორთა შეხვედრებს, სადაც თითოეულს შეუძლია პირადად დარწმუნდეს მშენებლობის პროცესსა და შესრულებული სამუშაოების ხარისხში.
კომპანიის დამფუძნებელი ირაკლი ვარშალომიძე აღნიშნავს: „ეს ფორმატი პირველ რიგში ზრდის ნდობის დონეს — და არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის თუ პროექტის მიმართ, არამედ მთლიანად საქართველოს, როგორც საინვესტიციო მიმართულების მიმართ. ინვესტორები ხედავენ, რომ ყველა დაპირება რეალურად ხორციელდება შესაბამის ვადაში. შედეგად, მათ კიდევ უფრო მეტად სურთ საქართველოში ინვესტირება. საბოლოო ჯამში, ამ პროექტში დაახლოებით 100 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია იქნება დაბანდებული, რაც მნიშვნელოვანი მაჩვენებელია არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვისაც.“
როგორ ჩატარდა ინვესტორთა შეხვედრა
ღონისძიების ფორმატიდან გამომდინარე ინვესტორებს მხოლოდ პროექტის შესახებ კიარ მიუღიათ ინფორმაცია, არამედ შესაძლებლობა ჰქონოდათ ახლოს გაცნობოდნენ კომპანიას, მის მენეჯმენტს, საერთაშორისო ოპერატორს, საქართველოსა და აჭარის კულტურას.
პირველი დღე — სადილი-გაცნობა
საღამოს ინვესტორები საერთო მაგიდასთან შეიკრიბნენ არაფორმალურ გარემოში, რათა ერთმანეთს უკეთ გაცნობოდნენ. ისაუბრეს Pontus-ის ხელმძღვანელობასთან, გაიგეს კომპანიის გეგმებისა და განვითარების სტრატეგიის შესახებ. ასევე შეხვდნენ Rotana Hotel Management Corporation-ის წარმომადგენელს, ბრენდის განვითარების კორპორატიულ დირექტორს, ფარხან შუბაილატს. მან ხაზი გაუსვა Rotana-ს ბრენდისთვის საქართველოს ბაზარზე შესვლის მნიშვნელობასა და ისაუბრა საერთაშორისო მართვის სტანდარტების დანერგვაზე.
მეორე დღე — გონიო და მშენებლობა
დილა გონიოს სამშენებლო მოედნის მონახულებით დაიწყო. ინვესტორებმა საკუთარი თვალით იხილეს, როგორ ხორციელდება Pontus Rotana Resort & Spa-ს პროექტი, გაეცნენ სამშენებლო დეტალებს, თითოეული მათგანის დასრულების ვადასა და ობიექტის სრულად ჩაბარების პერიოდს. ეს კი გახდა დასტურია იმისა, რომ კომპანია სრულად იღებს პასუხისმგებლობას და ასრულებს თავის დაპირებებს.
აჭარის კულტურა და ტრადიციები
მშენებლობის დათვალიერების შემდეგ ინვესტორები გაემართნენ არაჩვეულებრივად ლამაზ ადგილას — არფოზონზე, მთაზე, სადაც მათ სრული შესაძლებლობა მიეცათ დამტკბარიყვნენ ბუნების სილამაზით. დღის პროგრამა დაიწყო მცირე სპორტული მარათონით, რომლის განმავლობაშიც სტუმრებს საშუალება მიეცათ აჭარის მთების თვალწარმტაცი ფერდობებზე გაერბინათ, ესუნთქათ სუფთა მთის ჰაერი და დამტკბარიყვნენ რეგიონის პანორამული ხედებით.
ამის შემდეგ გაიმართა ღვინისა და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული ყველის დეგუსტაცია. სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ჩურჩხელის ამოვლებაში, დააგემოვნეს ნამდვილი, ქვიშაზე მომზადებული აჭარული ყავა.
ამგვარად, ინვესტორებმა გაიცნეს არა მხოლოდ ქართული მეღვინეობის კულტურა, არამედ ქვეყნის მდიდარი გასტრონომიული მემკვიდრეობაც და არაფორმალურ გარემოში შეძლეს არა მხოლოდ დასვენება, არამედ ერთმანეთთან ურთიერთობის გაღრმავება და აჭარის ახალი მხარეების აღმოჩენა.
საღამო — ქართული მრავალხმიანობა
დღე მშვიდი ვახშმით დასრულდა, სადაც ინვესტორები ნამდვილ ქართულ სუფრის ატმოსფეროში აღმოჩნდნენ. მათ გაიცნეს ეროვნული სამზარეულოს სიმდიდრე, ხოლო ბევრისთვის მთავარი აღმოჩენა გახდა ქართული მრავალხმიანობა — უნიკალური პოლიფონიური სიმღერა, რომელიც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ეს საღამო დაუვიწყარ ემოციებად დარჩა და ინვესტორებს საშუალება მისცა უკეთ შეეგრძნოთ ქვეყნის კულტურა და სული.
ერთ-ერთმა ინვესტორმა, ავსტრალიიდან რაჰულ ო.-მ, აღნიშნა: „გილოცავთ Pontus-ს ბათუმში ბრწყინვალედ ორგანიზებული ინვესტორთა ღონისძიებას. მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია Rotana-ს პროექტის შესახებ, ყველაფერი მშვენივრად იყო შერწყმული ქართულ კულტურასთან, ცეკვებსა და აქტივობებთან. ეს იყო იდეალური სინთეზი კომპანიის ხედვასა და ტრადიციას შორის.“
ინვესტორმა, დან საიედ ტ.-მ, დაამატა:
Pontus Rotana-ს გალა ბათუმში იყო საინვესტიციო ურთიერთობების, ბრენდის ისტორიისა და ქართული სტუმართმოყვარეობის სრულყოფილად ორგანიზებული ნაზავი. ტურიზმზე მკაფიო აქცენტით, Pontus-მა სამართლიანად წარმოაჩინა თავისი მიღწევები ძალიან მოკლე დროში, რითაც დაამტკიცა როგორც Rotana-ს, ასევე ინვესტორთა ნდობა.“
ეს შეფასებები ხაზს უსვამს, რომ ინვესტორთა ღონისძიება გახდა არა მხოლოდ პროექტის პროგრესის დემონსტრაცია, არამედ ნდობის ნამდვილი ხიდი – კომპანიის, პარტნიორებისა და თავად საქართველოს მიმართ, როგორც ახალი საინვესტიციო მიმართულებისადმი.
რატომ სწორედ და გონიო?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ქალაქს უნიკალური მდებარეობა აქვს: სიახლოვე მთებთან და ზღვასთან, საერთაშორისო დონის კურორტის სტატუსი და განვითარებადი ინფრასტრუქტურა. აქ იკვრება მსოფლიოს ბრენდების მიერ მართული სასტუმროები და ბაზარი ეტაპობრივად გადადის ქაოტური აპარტამენტებიდან უფრო სტრუქტურირებულ საინვესტიციო პროდუქტებზე.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს გონიოს რაიონი — ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად სუფთა და თვალწარმტაცი კუთხე. ეს ადგილი ფასდება წყლის სისუფთავით, ფართო სანაპიროთი, მშვიდი ატმოსფეროთი და თურქეთის საზღვართან სიახლოვით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის საერთაშორისო ტურისტებისა და ინვესტორებისთვის.
ირაკლი ვარშალომიძე დასძენს:
„გონიო უნიკალური ადგილია სუფთა ზღვითა და გამორჩეული ბუნებით. ეს მხოლოდ ჩვენი მოსაზრება არ არის — ინვესტორებმა, რომლებმაც პროექტი მოინახულეს, საკუთარი თვალით დაინახეს ეს და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ. ჩვენთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ამ რაიონის განვითარება, არამედ მისი ბუნებრივი ხიბლის შენარჩუნებაც, რათა გონიო კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს სტუმრებისა და ტურისტებისთვის.“
ხედვა მომავლისკენ
ბათუმში მსგავსი პროექტების გამოჩენა აჩვენებს, რომ ბაზარი ეტაპობრივად ვითარდება და უფრო მაღალ განვითარებას აღწევს. ეს კი სანდოობისა და მყიდველებისადმი უფრო დიდი პასუხისმგებლობის გარანტიაა. მსგავსი ინიციატივები, როგორიცაა Pontus-ის ინვესტორთა ღონისძიება, ქმნის ახალ შესაძლებობებს, ეს კი თავის მხრივ იმის მაჩვენებელია, რომ ინვესტორები მხოლოდ ზღვისპირა უძრავი ქონების მფლობელები კი არ არიან, არამედ ისინი ხდებიან ამ საზოგადოების ნაწილნი. გრძელვადიან პერსპექტივაში თანამშრომლობის ეს ფორმატი შეიძლება იქცეს საქართველოს საინვესტიციო ბაზრის განუყოფელი ნიშან-თვისებად — გახსნილი, სანდო და შედეგებზე ორიენტირებული მოდელის სახით.
იხილეთ მეტი Pontus.ge-ზე.
(R)