– ხვალ ახალი გზის დასაწყისია

ეს არის ცრემლების საღამო და ბედნიერების საღამო, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მძევლების მოსალოდნელ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვაში განაცხადა.
ნეთანიაჰუმ აღნიშნულს ისტორიული მოვლენა უწოდა.
მან ხაზი გაუსვა ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას.
„ვიცი, რომ ჩვენ შორის ბევრი კამათია…. მაგრამ, ამ დღეს, და იმედი მაქვს, რომ იმ პერიოდშიც, რომელიც თითქმის მოგვიახლოვდა, ყველა მიზეზი გვაქვს, რომ ის გვერდზე გადავდოთ, რადგან ერთობლივი ძალით მივაღწიეთ სანახაობრივ გამარჯვებებს, გამარჯვებებს, რომლებმაც მთელი მსოფლიო გააოგნა“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.
ნეთანიაჰუმ ვიდეო მიმართვაში თქვა, რომ “სამხედრო კამპანია არ დასრულებულა”.
“ჩვენს წინაშე კვლავ დიდი უსაფრთხოების გამოწვევებია. ჩვენი ზოგიერთი მტერი ცდილობს აღდგეს, რათა კვლავ დაგვესხას თავს“, – განაცხადა მან.
ისრაელის პრემიერის თქმით, „ჩვენ გადავლახავთ გამოწვევებს და გამოვიყენებთ შესაძლებლობებს“.
პრემიერ-მინისტრმა გაიხსენა დაპირებები, რომლებიც მძევლების ოჯახების მონახულებისას მისცა და მადლობა გადაუხადა ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცებს და დაღუპულთა ოჯახებს.
„ხვალ ახალი გზის დასაწყისია“, ამბობს ნეთანიაჰუ და დასძენს: “აღმშენებლობის გზის, განკურნების გზის და, იმედი მაქვს, ერთიანობის გზის“.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს