საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ვერის პარკიდან პარლამენტთან გადმოინაცვლეს. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
ისინი მოითხოვენ, დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციის ფარგლებში დაკავებულები.
მათ თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ასევე ბანერები წარწერით: „ვერ შეგვაშინებთ“.
პროტესტის მონაწილეებს აცვიათ ზოლიანი ტანსაცმელი, რაც მათი განმარტებით, დაკავებული ადამიანების მხარდაჭერად სიმბოლურად ჩაიცვეს.
როგორც ისინი განმარტავენ, დღევანდელი აქცია-პერფორმანსი იმის ნიშანია, რომ ხელისუფლებამ მავთულხლართები შემოარტყა ქვეყანას და ამ მავთულხლართებს ისინი რუსეთში გაიყოლებენ“. მათ ხელისუფლებას მიმართეს, რომ რეჟიმი ხელისუფლებას ვერ დააპატიმრებს. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: „ძირს რუსული რეჟიმი, ეს ქვეყანა ჩვენია!“. აქციაზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები უკვე 319 დღეა მიმდინარეობს.
