ეგვიპტეში სამშვიდობო სამიტზე აშშ-მა სომხეთი, აზერბაიჯანი და ირანიც მიიწვია – ჟურნალისტი

ეგვიპტეში დაგეგმილ სამშვიდობო სამიტზე, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას ეძღვნება, -მა ასევე მიიწვია სომხეთი, აზერბაიჯანი და ზოგიერთი წყაროს ცნობით ირანი, – ამის შესახებ ინფორმაციას „აქსიოსის“ ჟურნალისტი ბარაკ რავიდი ავრცელებს.
„აქსიოსის“ ჟურნალისტის თქმით, აშშ-მა მნიშვნელოვნად გააფართოვა მოწვეულთა სია და დაამატა ესპანეთი, იაპონია, აზერბაიჯანი, სომხეთი, უნგრეთი, ინდოეთი, სალვადორი, კვიპროსი, საბერძნეთი, ბაჰრეინი, ქუვეითი და კანადა.
ბარაკ რავიდის ინფორმაციით, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანიც არის მიწვეული, თუმცა სამიტში არ მიიღებს მონაწილეობას.