უკრაინის საზღვაო ძალების მეთაურმა ოლექსიი ნეიჟპაპამ 12 ოქტომბერს განაცხადა, რომ ნიდერლანდები Alkmaar-class-ის ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდს უკრაინას გადასცემს.
მეთაურის ცნობით, მსგავსი ტიპის მეორე ხომალდის გადაცემა 2025 წლის დასასრულისთვის არის მოსალოდნელი, ეკიპაჟის წვრთნა კი უკვე მიმდინარეობს.
ამ ტიპის ნაღმსაწინააღმდეგო გემებს ნიდერლანდები, საფრანგეთი და ბელგია ერთობლივად აწარმოებენ. მისი მთავარი დანიშნულება წყლის ნაღმების აღმოჩენა და განეიტრალებაა.
tabula.ge
